თეგი: კლინიკა "ვივამედი"
მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში გადმოჰყავთ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში გადმოჰყავთ. ამასთან, ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც მესამე პრეზიდენტის გადაყვანა იგეგმება. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, საპატიმროს ტერიტორია, პენიტენციური სამსახურის რამდენიმე მანქანამ დატოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური უწყებები კომენტარს, ამ ეტაპზე არ აკეთებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ: კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ. კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომობილებია მობილიზებული და ტერიტორია ორივე მხრიდან ე.წ. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში გადმოჰყავთ კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი: მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას კლინიკური კვლევები უტარდება
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის თქმით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას კლინიკური კვლევები უტარდება. „მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, ჩართულები არიან სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. მერწმუნეთ, ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს. როცა გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები დაიდება, მხოლოდ ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, პაციენტის ნებართვით, შემდეგში გავასაჯაროებთ ამ ყველაფერს. ჩვენთვის უცხო არ არის არცერთი დაავადების მკურნალობა... ერთს გეტყვით, პაციენტი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში“, - განაცხადა ნადირაძემ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი
კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
კლინიკა „ვივამედი” საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა. კლინიკა მოუწოდებს, ყველას, იმოქმედონ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. „პააციენტი მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა „ვივამედში“ შემოყვანილი იქნა მიმდინარე წლის 12 მაისს. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგებისა და ექიმ-სპეციალისტთა მიერ პაციენტის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, იგი მოთავსებული იქნა თერაპიულ განყოფილებაში სტაციონარული ზედამხედველობის მიზნით. საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად, შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს უგრძელდება ლაბორატორიული მონიტორინგი, კონსულტირებულია სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის მიერ, ჩატარებული აქვს მრავალი ინსტრუმენტული (მათ შორის, მაგნიურ-რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევა. კვლევების დროში გახანგრძლივება პირდაპირ კავშირში იყო პროცედურულ საკითხებთან, რაც გულისხმობს პაციენტისგან ნებართვის აღებას, თანაც ლაბორატორიული მონაცემები „ლოდინის“ საშუალებას გვაძლევდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა: ლაბორატორიული მონაცემები დინამიკაში სტაბილურია, ნაწილი ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგები - უარყოფითი დინამიკის გარეშეა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე ნანახი ცვლილებები - ხანდაზმულია, არ არის კავშირში პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობასთან და არ საჭიროებს აქტიურ სამედიცინო ჩარევას, რეკომენდირებულია დინამიკაში დაკვირვება. მასმედიით ხშირად გაჟღერებული ინფორმაცია, რომ კლინიკა „ვივამედს“ არ შესწევს უნარი დასვას დიაგნოზი და მართოს პაციენტი სათანადოდ - არის აბსურდული და შეურაცხმყოფელი. ყოვლად მიუღებელია კლინიკაზე და კლინიკის ექიმებზე ზეწოლა, მათ კომპეტენციებში ეჭვის შეტანა და პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციების გავრცელება. გულდასაწყვეტია და კითხვის ნიშნებს ბადებს ცალკეული ექიმების მხრიდან რეალობას მოწყვეტილი ისტერიული ინფორმაციის ტირაჟირება, რომ პაციენტი არ არის კონტაქტური, ვერ გადაადგილდება, მდგომარება არის კრიტიკული და ა.შ. მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”,- ნათქვამია ინფორამცაიში, რომელსაც კლინიკა Facebook-ზე ავრცელებს. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს
„ვივამედის“ გენერალური დირექტორი სააკაშვილზე: ამ ეტაპზე პაციენტის ვიტალური პარამეტრები არ არის კრიტიკული
მიხეილ სააკაშვილის ვიტალური პარამეტრები არ არის კრიტიკული და ის განაგრძობს თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობას და ზედამხედველობას, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე-კუზანოვა მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას პასუხობს. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე სააკაშვილი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანას არ საჭიროებს. „მოგახსენებთ, რომ პაციენტი სააკაშვილი მკურნალობს კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე თერაპიულ განყოფილებაში კვალიფიციური ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენთვის მისი ისევე, როგორც ყველა პაციენტის გამოჯანმრთელების სადარაჯოზე დგომა უპირველეს ვალს და ვალდებულებას წარმოადგენს. მის მკურნალობაში მუდმივად ჩართულნი არიან მოწვეული სპეციალისტები, როგორც კლინიკის, ასევე პაციენტის მხრიდან. თქვენს მიერ მოწერილ მოთხოვნაზე, რომ კლინიკას აქვს უფლება უცხო ქვეყნის სპეციალისტი დროებით დამოუკიდებელი საექიმო მომსახურებისთვის მოიწვიოს, თუ პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე პაციენტის ვიტალური პარამეტრები არ გახლავთ კრიტიკული და განაგრძობს თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობას და ზედამხედველობას. იგი ამ ეტაპზე არ საჭიროებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის კლინიკა სრულ მზადყოფნაშია, როგორც ექიმი სპეციალისტების, ასევე აპარატურული მხარდაჭერის კუთხით. რაც შეეხება James Carpinter Cobey-ს შემოყვანას, რომლის სპეციალიზაცია გახლავთ ტრავმატოლოგია-ორთოპედია, მსგავსი კრიტიკული მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში მისი დახმარება ვერ იქნება ჯეროვანი. ხოლო გეგმურად ან ერთჯერადად კონკრეტულად ზემოთხსენებული ექიმის კლინიკაში შემოყვანა სცილდება ჩვენს კომპეტენციას. როდესაც მას მიენიჭება საექიმო საქმიანობის უფლება ექიმთა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, ჩვენი მხრიდან არანაირი შეფერხება არ ექნება, ისევე როგორც არაერთ სხვა შემთხვევაში“, - აღნიშნულია ნინო ნადირაძე-კუზანოვას მიერ გავრცელებულ განცხადებაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს. ასევე წაიკითხეთ: ადვოკატის თქმით, უკრაინის სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, ქართულ მხარეს მიმართოს სააკაშვილის დროებით გადაცემის შესახებ