თეგი: კლიშჩიივკა
უკრაინამ დონეცკის ოლქში კლიშჩიივკის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაამყარა - უკრაინული მედია
უკრაინულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს სოფელ კლიშჩიივკას ნახევარზე მეტზე, რომელიც ბახმუტის სამხრეთით მდებარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მე-3 თავდასხმის ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, მაქსიმ ჟორინმა განაცხადა. „ჩვენ შევქმენით ისეთი პირობები ამ მიმართულებით, რომ რუსული ძალები ვერ ახერხებენ თავიანთი ტექნიკის სათანადოდ გამოყენებას,“ - ამბობს სამხედრო. ოფიცრის თქმით, უკრაინულმა ძალებმა ამ სექტორში თითქმის ყველა რუსული ტექნიკა გაანადგურეს, მათ შორის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები. თუმცა ჟორინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჰაერო თავდასხმები რჩება სერიოზულ პრობლემად უკრაინის ჯარებისთვის, მათ შორის თვითმფრინავები და მართვადი საჰაერო ბომბები. ელექტრონული ომის სისტემები ასევე ქმნის გამოწვევებს უკრაინის დამცველებისთვის. ბახმუტის მიმდებარე ტერიტორია უკრაინის კონტრშეტევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინას კლიშჩიივკის მახლობლად წინსვლა აქვს. ISW: უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქსა და ბახმუტის მახლობლად, ტაქტიკურ წინსვლას მიაღწიეს
უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქის სოფლის გათავისუფლების შესახებ იუწყებიან
უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი კლიშჩიივკა რუსეთის კონტროლისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია სამხედროებზე დაყრდნობით წერს. „კლიშჩიივკა ჩვენია! ლიუტის ბრიგადის მებრძოლებმა თავდაცვის ძალების თანამებრძოლებთან ერთად, გათავისუფლებული სოფლის თავზე უკრაინის დროშა დააბრუნეს," - იტყობინება ბრიგადა. კლიშჩიივკა რუსეთის ძალებმა იანვარში დაიკავეს. სოფლის გათავისუფლება მიუთითებს ამ ღერძის მნიშვნელოვან მიღწევაზე უკრაინის შეტევითი ოპერაციებისა, რომელიც ხსენებულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, სამხრეთ ფრონტის ხაზზე უფრო ფართოდ გავრცელებულ კონტრშეტევამდე. 15 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა ჯარებმა გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის კიდევ ერთი პატარა სოფელი ანდრეევკა.