თეგი: კომპანია
ფრანგულმა TotalEnergies-მა რუსეთში, ნავთობის საბადოს პროექტი დატოვა
ფრანგულმა ენერგოკომპანია TotalEnergies-მა რუსეთში, ხარიაგინსკში ნავთობის საბადოს პროექტში 20%-იანი წილი, რუსულ კომპანიას დაუთმო და ბიზნესიდან გავიდა. ამის შესახებ Reuters წერს. Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ხარიაგინსკის ნავთობის საბადო რუსეთის ფედერაციაში, ნენეცკის ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. საბადოს საერთო მარაგები 160,4 მილიონ ტონადაა შეფასებული. საკონტრაქტო ზონაში კი მარაგები 97 მილიონ ტონას შეადგენს.
გაზის კონტეინერების მწარმოებელი უმსხვილესი ფრანგული კომპანია რუსეთის ბაზრიდან გავიდა
ფრანგულმა საინჟინრო კომპანია Gaztransport & Technigaz-მა (GTT) რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ევროპული სანქციების №8 და 9 პაკეტების სიღრმისეული ანალიზის შემდეგ, რომელიც კრძალავს რუსული კომპანიებისთვის საინჟინრო მომსახურების მიწოდებას, ჯგუფი რუსეთში თავისი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ აცხადებს“, - ნათქვამია ანგარიშში. „GTT-ის ჩარევა მსოფლიოში ორი ყველაზე მოწინავე LNG მატარებლის ექსპლუატაციაში შემოიფარგლება პროექტის უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური მთლიანობის უზრუნველყოფით მოქმედი საერთაშორისო სანქციების შესაბამისად“, - აცხადებენ კომპანიაში. GTT არის ოფშორული გაზის კონტეინერების წამყვანი მწარმოებელი მსოფლიოში. როგორც Financial Time-მა აღნიშნა, კომპანია მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც აწარმოებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) კონტეინერებს, რომლებიც -163°C ტემპერატურაზე საწვავის დიდი მოცულობით შენახვის საშუალებას იძლევა.
გერმანული ნავთობკომპანია Wintershall Dea რუსეთის ბაზარს ტოვებს
გერმანული ნავთობკომპანია Wintershall Dea-ს სამეთვალყურეო საბჭომ რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ განაცახდა. „კომპანია რუსეთიდან ყველა მოქმედი კანონისა და რეგულაციის დაცვით გავა", - აცხადებენ კომპანიაში. კომპანიის პრესსამსახურმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციიდან გასვლა Wintershall Dea-ს 5,3 მილიარდი ევრო დაუჯდება. „Wintershall Dea შეწყვეტს ოპერაციებს რუსეთში. რუსეთში ოპერაციების გაგრძელება არ არის მიზანშეწონილი. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში შეუთავსებელია ჩვენს ღირებულებებთან, რამაც გაანადგურა რუსეთსა და ევროპას შორის თანამშრომლობა. ბოლო თვეებში რუსეთის მთავრობამ დაწესდა შეზღუდვები დასავლური კომპანიების საქმიანობაზე ქვეყანაში. შედეგად შეუძლებელი გახადა Wintershall Dea-ს ოპერირება რუსეთში“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიო მეჰრენმა.