გერმანული ნავთობკომპანია Wintershall Dea-ს სამეთვალყურეო საბჭომ რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ განაცახდა.
„კომპანია რუსეთიდან ყველა მოქმედი კანონისა და რეგულაციის დაცვით გავა", - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის პრესსამსახურმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციიდან გასვლა Wintershall Dea-ს 5,3 მილიარდი ევრო დაუჯდება.
„Wintershall Dea შეწყვეტს ოპერაციებს რუსეთში. რუსეთში ოპერაციების გაგრძელება არ არის მიზანშეწონილი. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში შეუთავსებელია ჩვენს ღირებულებებთან, რამაც გაანადგურა რუსეთსა და ევროპას შორის თანამშრომლობა.
ბოლო თვეებში რუსეთის მთავრობამ დაწესდა შეზღუდვები დასავლური კომპანიების საქმიანობაზე ქვეყანაში. შედეგად შეუძლებელი გახადა Wintershall Dea-ს ოპერირება რუსეთში“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიო მეჰრენმა.