ფრანგულმა საინჟინრო კომპანია Gaztransport & Technigaz-მა (GTT) რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
ამის შესახებ განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ევროპული სანქციების №8 და 9 პაკეტების სიღრმისეული ანალიზის შემდეგ, რომელიც კრძალავს რუსული კომპანიებისთვის საინჟინრო მომსახურების მიწოდებას, ჯგუფი რუსეთში თავისი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ აცხადებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
„GTT-ის ჩარევა მსოფლიოში ორი ყველაზე მოწინავე LNG მატარებლის ექსპლუატაციაში შემოიფარგლება პროექტის უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური მთლიანობის უზრუნველყოფით მოქმედი საერთაშორისო სანქციების შესაბამისად“, - აცხადებენ კომპანიაში.
GTT არის ოფშორული გაზის კონტეინერების წამყვანი მწარმოებელი მსოფლიოში.
როგორც Financial Time-მა აღნიშნა, კომპანია მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც აწარმოებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) კონტეინერებს, რომლებიც -163°C ტემპერატურაზე საწვავის დიდი მოცულობით შენახვის საშუალებას იძლევა.