თეგი: კონტრშეტევა
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ხერსონთან კონტრშეტევისას, 500 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს
უკრაინის სამხრეთში კონტრშეტევისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე ხუთი დასახლება და დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ სამხრეთის გაერთიანებული სარდლობის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა. უკრაინის უშიშროების სამსახური: რუსი დამპყრობლები გარბიან და საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ მისი თქმით, ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ დასახლებები ვისოკოპოლიე, ნოვოვოზნესენსკოე, ბელოგორკა, სუხოი სტავკი და მიროლიუბოვკა უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. მანამდე, სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის გამო რუსი სამხედროები რთულ პირობებში იმყოფებოდნენ და მათ მიიღეს დავალება, რომ პოზიციები ნებისმიერი გზით დატოვონ. ოლექსი რეზნიკოვი: კონტრშეტევის წარმატება იმის ნიშანია, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია მისი თქმით, რუსი სამხედროები ტოვებენ აღჭურვილობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროზე არიან ევაკუირებულები. „ნაჩქარევი უკანდახევის გამო, რუსი სამხედროები მზად არიან უკრაინულ ძალებთან მოლაპარაკებისთვის“, - აღნიშნა „სამხრეთის სარდლობის“ წარმომადგენელმა. „ისინი ცდილობენ მოლაპარაკებას იმ პირობების შესახებ, თუ როგორ დადებენ [რუსი სამხედროები - BBC] იარაღს და მოხვდებიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იურისდიქციის ქვეშ“, - თქვა გუმენიუკმა. ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს თავისი ჯარების ახალ წარმატებებს ხერსონის რეგიონში.
ენტონი ბლინკენი: უკრაინამ კონტრშეტევაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ახლახან დაიწყო, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ხერსონთან კონტრშეტევისას, 500 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს „ის, რაც მათ გააკეთეს, იყო ძალიან მეთოდურად დაგეგმილი და, რა თქმა უნდა, მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სამხედრო აღჭურვილობით, შეერთებული შტატებისა და მრავალი სხვა ქვეყნისგან, რაც აუცილებელია ამ კონტრშეტევის გასაგრძელებლად”, - თქვა ბლინკენმა მექსიკაში გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინის უშიშროების სამსახური: რუსი დამპყრობლები გარბიან და საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ მისი თქმით, ამის მიუხედავად ჯერ ნაადრევია პროგნოზების გაკეთება იმაზე, თუ როგორ დასრულდება შეტევა. „რუსები უკრაინაში ინარჩუნებენ ძალიან მნიშვნელოვან ძალებს, ასევე აღჭურვილობას, იარაღსა და საბრძოლო მასალას. ისინი აგრძელებენ მათ განურჩევლად გამოყენებას არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ბლინკენმა. ოლექსი რეზნიკოვი: კონტრშეტევის წარმატება იმის ნიშანია, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია
უკრაინა: რუსეთმა შესაძლოა, კვლავ სცადოს კიევზე კონტრშეტევა
გენერალური შტაბი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა კიევზე კონტრშეტევას ბელორუსიიდან, ჩერნობილის ზონისა ან ჩერნიგოვის რეგიონის გავლით მიმართოს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი გრომოვმა სამხედრო მედია-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „არ გამოვრიცხავთ, რომ მტერმა კვლავ მიმართოს კიევზე თავდასხმას. უპირველეს ყოვლისა, ისინი გრძნობენ, რომ ფრონტის გარღვევა არ შეუძლიათ არც სამხრეთით და არც აღმოსავლეთით. უკრაინის ე.წ. კონსტიტუციური წესრიგის დამხობის ერთ-ერთი ვარიანტია კიევის აღება და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია“, - განაცხადა გრომოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას კონტრშეტევისთვის მეტი დრო სჭირდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად, რადგან სამხედროებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დაპირებული დასავლური დახმარება. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობას არ აპირებს. „არავის შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით. რატომ უნდა მისცეს მსოფლიოს რომელიმე ქვეყანამ პუტინს თავისი ტერიტორია? ახლა რაც გვაქვს, შეგვიძლია წინსვლა და წარმატების მიღწევა, მაგრამ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. ვფიქრობ, რომ ეს მიუღებელია. ამდენად უნდა დავიცადოთ. ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო“, - აღნიშნა ზელენსკიმ BBC-ის ცნობით.