აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ახლახან დაიწყო, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს.
„ის, რაც მათ გააკეთეს, იყო ძალიან მეთოდურად დაგეგმილი და, რა თქმა უნდა, მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სამხედრო აღჭურვილობით, შეერთებული შტატებისა და მრავალი სხვა ქვეყნისგან, რაც აუცილებელია ამ კონტრშეტევის გასაგრძელებლად”, - თქვა ბლინკენმა მექსიკაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ამის მიუხედავად ჯერ ნაადრევია პროგნოზების გაკეთება იმაზე, თუ როგორ დასრულდება შეტევა.
„რუსები უკრაინაში ინარჩუნებენ ძალიან მნიშვნელოვან ძალებს, ასევე აღჭურვილობას, იარაღსა და საბრძოლო მასალას. ისინი აგრძელებენ მათ განურჩევლად გამოყენებას არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ბლინკენმა.