თეგი: კუმარ აიერი

პრემიერი სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ აიერს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას იმის ფონზე, რომ ქართულმა მხარემ ბრიუსელში გამართული შეხვედრების დროს არაერთხელ გამოხატა სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებით საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტიან მუშაობას და ამ მიმართულებით, როგორც საქართველო-ევროკავშირის, ასევე, აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ“, - წერია ინფორმაციაში. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაზე პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით. აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო  თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სანქციების დესპანი,  დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება.  უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.

სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები

სანქციების კოორდინატორებმა დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან, ჯეიმს ო'ბრაიენმა და კუმარ აიერმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ბიზნეს სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. მათ აღნიშნეს, რომ ვიზიტის მიზანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სანქციების ეფექტიანად აღსრულების მიმართულებით. ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ არავინ ითხოვს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სრულად გაწყვეტას, თუმცა მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება იმ პროდუქციაზე, რაც შესაძლოა რუსეთის მხრიდან გამოყენებული იყოს ბრძოლის ველზე. „ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ რუსეთს, მიიღოს ის იარაღი, რაც მას სჭირდება უკრაინაში აგრესიული ომის საწარმოებლად და ხალხის დასახოცად. ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი, ყურადღებას ვამახვილებთ იმ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რაც გამოიყენება ამ მიზნით და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ელექტრონული მოწყობილობების მიმართულებას", - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მისივე განცხადებით, საქართველოში გამართული შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან. ელჩის თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. თავის მხრივ, კუმარ აიერიმ სანქციების შედეგებსა და ეფექტიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ სანქციების დამსახურებაა ის, რომ რუსეთის ბიუჯეტს 2%-იანი დეფიციტი აქვს, 45%-ით არის შემცირებული ბუნებრივი რესურსების გაყიდვით მიღებული თანხები რუსეთისთვის და ფრონტზე დეფიციტია იმ დასავლური პროდუქციის, რაც სამხედრო ტექნიკის და იარაღის განახლებისა და ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. „ვიცით, რომ რუსეთი არ შეჩერდება და ისიც ვიცით, რომ რუსეთი ყოველთვის ეცდება, რომ შავი ხვრელები და გზები გამონახოს, რომ აიცილოს კონკრეტულ საქონელზე სანქციების ქვეშ მოხვედრა და სწორედ ამის გასარკვევად ვართ ჩვენ ჩამოსულები", - განაცხადა კუმარ აერიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე რადიო თავისუფლების თანახმად.

ჯიმ ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას

„ჩვენი შეხვედრებისა და ამ ურთიერთობების მთავარი მიზანია არის, რომ ჩვენ და საქართველოს მთავრობა ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, მათ იციან, რომელი დასახელების პროდუქცია და საქონელი არ უნდა შევიდეს რუსეთში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. „მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას და საქართველომ ალბათ ეს ყველაზე კარგად იცის, თავისი გამოცდილებიდან და ესმის ამის მნიშვნელობა. ამასთან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმ საქონლის მიწოდება რუსეთისთვის, რასაც იგი იყენებს ომის კამპანიისთვის და აქ არ არის საუბარი ერთ და ორ შემთხვევაზე. მთავარია, მას არ ჰქონდეს ეს შესაძლებლობა და ამ მიმართულებით ჩვენ ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა. თავის მხრივ, კუმარ აიერის თქმითთ, საქართველოში 38 დასახელების ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ: „ამ საკითხზე მხოლოდ აქ არ ჩამოვსულვართ, ჩვენი ჯგუფი 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას“. „ხედავთ თუ არა სივრცეს, რომ რუსეთმა და რუსეთის მოქალაქეებმა, მათ შორის სანქცირებულმა პირებმა საქართველოში სანქციების გვერდის ავლა შეძლონ“, - კუმარ აიერმა ამ შეკითხვას უპასუხა. „მხოლოდ რამდენიმე სიტყვას დავამატებ, ვინაიდან სრულად ვიზიარებ ყველაფერს, რაც ელჩმა ო’ბრაიანმა განაცხადა, რამდენჯერმე გამეორდა ეს კითხვა და მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო ზუსტად ის 38 დასახელების ელექტროსაქონელი. ჩვენ ახლა ამ 38 ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ვართ ჩამოსული. მინდა, კიდევ ხაზი გავუსვა იმას, რომ ამაზე სასაუბროდ ჩვენ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვსულვართ, ჩვენ საქართველოდან მივემგზავრებით სომხეთში. ეს ჩვენი ერთობლივი ჯგუფი უკვე თითქმის 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ, როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, რას ვუყურებთ, რა კონკრეტული მეთოდიკა გვაქვს შემუშავებული. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე. ფოკუსიც სწორედ ეს იყო და ასე ვაპირებთ გაგრძელებას“, – აღნიშნა კუმარ აიერმა.  

ო'ბრაიენი: ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც იყენებენ მკვლელობისთვის უკრაინაში - არ ვცდილობთ, შევაჩეროთ ყველანაირი ვაჭრობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო'ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი ფოკუსირებულნი არიან, ხელი შეუშალონ ისეთი მოწყობილობებითა და აღჭურვილობებით ვაჭრობას, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე იყენებს. „მსურს ორიოდე სიტყვით ვისაუბრო, რატომ არის ეს ძალისხმევა საჭირო და განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი ამოცანაა ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც ისინი იყენებენ ადამიანების მკვლელობისთვის უკრაინაში უკანონო შეჭრის ფარგლებში. „აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი გაერთიანდნენ, რათა ფოკუსირება მოახდინონ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ფოკუსირებულია სწორედ ამ მოწყობილობებზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვცდილობთ შევაჩეროთ ყველანაირი ბიზნესი და ვაჭრობა. ჩვენ არ ვასანქცირებთ რუსულ სურსათზე, სასუქებზე ან სხვა ძირითადი მოხმარების საქონელზე, ჩვენ ხელს ვუწყობთ, მათ მიაღწიონ გლობალურ ბაზარს და მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო. გრძელდება რა ეს ვაჭრობა, გვსურს დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენ, პარტნიორებთან ერთად ფოკუსირებულნი ვრჩებით იმ საქონელზე, რომელიც მნიშვნელოვანია ბრძოლის ველისთვის“, - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.  

ჯეიმს ო'ბრაიენი: ვმუშაობთ რუსეთის რამდენიმე მეზობელთან, რადგან ვიცით, რომ რუსებს სურთ, გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად

„ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის რამდენიმე მეზობელთან, რადგან ვიცით, რომ რუსებს სურთ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად და უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო'ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მეზობლებთან და რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან, რათა თავიდან ავიცილოთ ეს. რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ამ ქვეყანაში, არის მცდელობა გაამკაცრონ თავიანთი პოლიტიკა ისე, რომ რუსეთმა ნაკლებად შეძლოს მათი ტერიტორიების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება. ჩვენ ამას ვხედავთ თურქეთის საჯარო განცხადებებში, ყაზახეთში და ასევე კარგ, ძალიან ვრცელ მუშაობაში საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ“, - აღნიშნა ო'ბრაიენმა. ჯიმ ო’ბრაიენს კითხვა დაუსვეს, ერთ-ერთ საერთაშორისო მედიის მიერ მოყვანილ მის ციტატაზე.  ამავე პრესკონფერენციიდან: კუმარ აიერმა თბილისში ვიზიტის კონკრეტული მიზანი დაასახელა სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები ჯიმ ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას ო'ბრაიენი: ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც იყენებენ მკვლელობისთვის უკრაინაში - არ ვცდილობთ, შევაჩეროთ ყველანაირი ვაჭრობა ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში კუმარ აიერმა ისაუბრა, რა წინადადება შესთავაზეს ქართულ მხარეს თბილისში ვიზიტისას    

კუმარ აიერმა ისაუბრა, რა წინადადება შესთავაზეს ქართულ მხარეს თბილისში ვიზიტისას

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს შესთავაზეს კონკრეტული წინადადება, რომ კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს. კუმარ აიერი ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება. შესაბამისად, ახლა ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი. კუმარ აიერს კითხვა დაუსვეს, გაზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკს, რაზეც კუმარ აიერმა აღნიშნა, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება ის მეორე მიმართულება, რომელზეც მონიტორინგი და კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს. „შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ, მაგალითად, საუკეთესო, იმ პოზიტიური კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რომელიც ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვს ამ მიმართულებით. შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ელჩმა ო’ბრაენმა თქვა, ჩვენი მიზანი არ არის, რომ შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“, – განაცხადა კუმარ აიერმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აიერმა განაცხადა, რომ მთავარი ფოკუსია „შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“. „შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ, მაგალითად, საუკეთესო, იმ პოზიტიური კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რომელიც ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვს ამ მიმართულებით. შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ელჩმა ო’ბრაენმა თქვა, ჩვენი მიზანი არ არის, რომ შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“, – განაცხადა კუმარ აიერმა. ამავე პრესკონფერენციიდან: კუმარ აიერმა თბილისში ვიზიტის კონკრეტული მიზანი დაასახელა სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები ჯიმ ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას ო'ბრაიენი: ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც იყენებენ მკვლელობისთვის უკრაინაში - არ ვცდილობთ, შევაჩეროთ ყველანაირი ვაჭრობა ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში  

კუმარ აიერმა თბილისში ვიზიტის კონკრეტული მიზანი დაასახელა

დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა თბილისში ვიზიტის კონკრეტული მიზანი დასახელა. აიერმა დააზუსტა, რომ ამ კონკრეტული ვიზიტის მიზანი ზუსტად 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო. „ეს არის მოწყობილობები, რომლებიც გვაინტერესებს და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საუბარი მხოლოდ საქართველოსთან არ გვაქვს, ელჩი ო’ბრაიენი და მე შემდეგ სომხეთში მივდივართ. ჩვენი ჯგუფი უკვე 5-6 ქვეყანაში არის ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ. როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, როგორ ხდება ამის აღსრულება და აღკვეთა - ეს იყო ფოკუსი და კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი თანამშრომლობა იყო ამ ვიზიტის დროს,” - განაცხადა აიერმა. კუმარ აიერი ასევე ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, გაზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკებს? „სანქციებისგან თავის არიდება უმეტესად სახმელეთო საზღვრების გზით ხდება, ახლა ვართ ფოკუსირებული, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რათა გამკაცრდეს საქონლის სახმელეთო გზით მიმოსვლის კონტროლი და მონიტორინგი", - განაცხადა კუმარ აიერიმა და დაამატა, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება მეორე მიმართულება რომელიც, ასევე უნდა გაკონტროლდეს. ამავე პრესკონფერენციიდან კუმარ აიერმა ისაუბრა, რა წინადადება შესთავაზეს ქართულ მხარეს თბილისში ვიზიტისას   სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები   ჯიმ ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი   ო'ბრაიენი: ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც იყენებენ მკვლელობისთვის უკრაინაში   ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში   კუმარ აიერმა ისაუბრა, რა წინადადება შესთავაზეს ქართულ მხარეს თბილისში ვიზიტისას   ჯეიმს ო'ბრაიენი: ვიცით, რომ რუსებს სურთ, გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად

ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზნებზე საუბრობს. მან უპასუხა შეკითხვებს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობად საქართველოს შესაძლო გამოყენების საკითხსა და შესაძლო სანქცირებაზე. „არ ვისაუბრებ შესაძლო სანქციებზე, კონკრეტულ შემთხვევებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის კონკრეტული სისტემა შექმნილი. თუ ეს სისტემა გააგრძელებს მუშაობას, შევძლებთ, მოვახდინოთ აკრძალული საქონლის იდენტიფიცირება. ეს არის ახალი სისტემა, რომელსაც ვაუმჯობესებთ როგორც ჩვენთან, ისე აქ. ელექტროსაქონლით ვაჭრობა გარკვეული დროის განმავლობაში ლეგალური იყო - უკვე თებერვლის ბოლოსკენ, კონკრეტული ნივთებით ვაჭრობა გავხადეთ არალეგალური და უკვე ამის შემდეგ დავინახეთ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში - ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს იყოს ეფექტიანი. უნდა აღინიშნა, რომ ვაჭრობის დინამიკა შეიცვალა. ემბარგოს შემდეგ, რუსული ექსპორტი აღდგა საქართველოში, ზოგიერთ გლობალურ კომპანიას შემოაქვს თავისი საქონელი საქართველოში თუ მეზობელ ქვეყნებში, ვიდრე თავად რუსეთში. ჩვენი შეხვედრების მთავარი მიზანია, რომ ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ ამ დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი“, - განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა თბილისში ვიზისიტის შემაჯამებენ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია მისივე განცხადებით, საქართველოში გამართული შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან. ელჩის თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. „ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რაც გვაქვს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც არიან წინა ხაზზე და პასუხისმგებელნი არიან, რომ ხელი შეუშალონ ისეთი რესურსების უზრუნველყოფას რუსეთისთვის, რაც დაეხმარება მათ, გააგრძელონ აგრესიული ომი უკრაინაში. ბოლო დღე-ნახევრის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან და ასევე, სხვადასხვა პასუხისმგებელ სააგენტოებთან. ჩვენ ასევე შევხვდით ბიზნესსაზოგადოების, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩვენ ასევე შევხვდით პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და დიდი შვიდეულის პარტნიორებს. ამ ტიპისა და ამ დონის შეხვედრები კარგად ასახავს იმ მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა. მისი თქმით, სანქციების მთავარი მიზანია, რუსეთმა არ მიიღოს იმ ტიპის მოწყობილობები, რასაც საომარი მოქმედებების წარმოებისთვის იყენებს. „ახლა ორი სიტყვით, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ძალისხმევა, განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ, რომ რუსმა სამხედროებმა, რუსეთმა მიიღოს იარაღი, რითიც ახორციელებს აგრესიულ ომს და კლავს უკრაინელ ხალხს. ჩვენ, როგორც აშშ, ასევე ბრიტანეთი და ევროკავშირი ყურადღებას ვამახვილებთ ელექტრონული მოწყობილობების იმ სახეობაზე, რაც ასე ვთქვათ გამოიყენება ამ მიზნებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ტიპის ელექტრონული აღჭურვილობის თუ მოწყობილობების მიმართულებას. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსულ საკვებზე, სასუქზე, ან კიდევ ფართო მოხმარების საქონელზე, არ ვაწესებთ სანქციებს იმისათვის, რომ ამ საქონელმა მიაღწიოს ფართო ბაზარზე. გრძელდება რა ვაჭრობა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ნივთებსა და საქონელზე, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს ბრძოლის ველზე. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი მსჯელობა და დისკუსია ამ პერიოდის განმავლობაში და ეს, რა თქმა უნდა, არის ნაწილი იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რაც ჩვენ გვაქვს“, – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.