თეგი: ლიფტი
ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა
თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
კახა კალაძე მოსახლეობას: სადარბაზოები და ლიფტები თქვენი საკუთრებაა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სადარბაზოები და ლიფტები მოსახელეობის საკუთრებაა. მისი თქმით, მერია მზად არის, რომ საცხოვრებელ კორპუსებში, მათი თანადგომით, მხარდაჭერით და თანადაფინანსებით, სხვადასხვა პროექტი განახორციელოს. „პირველ რიგში ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი რაც მოხდა. მე მინდა განმარტებები გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, რადგან იყო მცდელობა, იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ სიცრუის გავრცელებას - საუბარი იყო მერიის დადანაშაულებაზე, საუბარი იყო ჩვენი სამსახურების დადანაშაულებაზე. შეიძლება ბევრმა არ იცის რეალობა, შეიძლება ბევრი ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, სამწუხაროდ, როდესაც ტრაგედია ხდება მაშინვე ხდება სპეკულაციები და პოლიტიკით გაჯერება კონკრეტული სამწუხარო შემთხვევების. რაც შეეხება ლიფტების უსაფრთხოებას და მასთან დაკავშირებული შეკითხვებს - მინდა მოსახლეობას შევახსენო და მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა წესია დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საცხოვრებელ კორპუსებში უზრუნველყოფილი იყოს ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაცია. არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციასთან შესახებ. კერძოდ, „ამხანაგობა“ ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების მიზნის განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს. მეგობრებო სადარბაზოები და ლიფტები არის თქვენი საკუთრება. ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტი არის თქვენი საკუთრება და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, მისი რეაბილიტაცია-განახლება. თუმცა ჩვენ გვესმის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები ამ მიმართულებით, არის გაჭირვება, ამიტომ ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი პროგრამა იმისთვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობას შევუწყოთ ხელი. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის“ მიმართულებით გარკვეული პროგრამები, რომლებიც გამოხატავს მხარდაჭერას, თანადგომას იმისთვის, რომ თქვენ საცხოვრებელ კორპუსებში, ჩვენი თანადგომით და ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენი თანადაფინანსებით განხორციელდეს სხვადასხვა პროექტი. რა თქმა უნდა, პრიორიტეტებს განსაზღვრავთ თქვენ, კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსში თუ სადარბაზოში მცხოვრები ადამიანები“, - განაცხადა კალაძემ.
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა
ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის ჩავარდნისას 3 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილნი. ერთი პაციენტი კლინიკა „ბრაზერში“, ორი კი, სამედიცინო ცენტრში მკურნალობს. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებულნი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში კაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში, მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი კაცი იპოვეს. როგორც ცნობილია, ცხედარი მეზობლებმა ნახეს. გავრცელებულუ ინფორმაციით, ლიფტში არის ცეცხლის კერის კვალი, ცხედარს კი ჭრილობები აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
თბილისში, კორპუსის ლიფტში ნაპოვნი კაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
თბილისში, მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ნაპოვნი კაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ლიფტში გარდაცვლილი კაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო გავრცელებული ინფორმაციით, კაცს სხეულზე იარაღით მიყენებული დაზიანებები, ამის გარდა კი დამწვრობა აღენიშნებოდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.