თეგი: ლომი

პოლიცია ბერლინის გარეუბანში სავარაუდოდ, ლომს ეძებს

ბერლინის პოლიცია გერმანიის დედაქალაქში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის გარეუბანში ლომს ეძებს. ექსპერტები მოქალაქეებს ურჩევენ, რომ თუ ლომს გადაეყრებიან, პანიკაში არ ჩავარდნენ. „გაშეშდით და შემდეგ შეეცადეთ, იპოვოთ უსაფრთხო ზონა - მანქანა ან შენობა“, – ასეთია ექსპერტების რჩევა. BBC წერს, რომ თავდაპირველად სამართალდამცველებს ლომის შესახებ ინფორმაცია ორმა მოქალაქემ მიაწოდა, რომლებიც ტახზე ნადირობდნენ. მოგვიანებით Twitter-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბრანდერბურგის მიწაზე მდებარე ტყეში მყოფი ლომი ჩანს. მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. ზოოპარკები და ცირკები აცხადებენ, რომ მათ ლომი არ დაუკარგავთ, შესაბამისად, ჯერ უცნობია, საიდან მოხვდა ბერლინთან ახლოს ლომი. სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენებიც ჩართეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ლომს ახლა ტყეში სძინავს.  

პოლიციამ ბერლინის გარეუბანში ლომის ძებნა შეწყვიტა

გერმანიის ოფიციალურმა პირებმა ბერლინის გარეუბაში ლომის ძებნა შეწყვიტეს, რადგან მტაცებელი ვერ იპოვეს. პოლიცია ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა ლომს მას შემდეგ, რაც საზოგადოების წევრებმა გარეული ცხოველის შესახებ შეატყობინეს. ექსპერტებთან გასაუბრების შემდეგ, პოლიციას სჯერა, რომ ეს არსება გარეული ღორი იყო. პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე კლეინმახნოვის მერმა მაიკლ გრუბერტმა განაცხადა, რომ „ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ცხოველი, ლომის კვალი არ არის." ორი ექსპერტი, მათ შორის ერთი სამხრეთ აფრიკიდან გამოძახეს და ისინიც ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ. კიდევ ერთმა ექსპერტმა ბერლინის ადგილობრივ რადიოსადგურ RBB-ს განუცხადა, რომ მის მიერ ნანახი კადრებიდან ცხოველი უფრო ჰგავდა ღორს, რომელიც რეგიონშია გავრცელებული. თუმცა მაიკლ გრუბერტმა განმარტა, რომ პოლიცია სიფხიზლეს შეინარჩუნებს სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში. ძებნის ოპერაციაში 120-მდე პოლიციელი იყო ჩართული. ასევე გამოიყენეს დრონები და ვერტმფრენები.