თეგი: მადლენ ოლბრაიტი
მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა
პოლიტიკოსი, 1997-2001 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 84 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ nypost ოჯახზე დაყრდნობით წერს. ოლბრაიტი იყო პრეზიდენტი ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ცენტრალური ფიგურა და პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი აშშ-ში. იგი მხარს უჭერდა ნატოს გაფართოებას, უბიძგებდა ალიანსს ჩარეულიყო ბალკანეთში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად, ცდილობდა შეემცირებინა ბირთვული იარაღის გავრცელება და მხარს უჭერდა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას მთელს მსოფლიოში. ოლბრაიტი ასევე იყო გაეროს, ეროვნული პოლიტიკის ცენტრისა და პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი. მადლენ ოლბრაიტი 2012 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მშვიდობის საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.
სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი მიწვეულია ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ოჯახის წევრები. საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება, რომელიც ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 23 მარტს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტი მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მადლენ ოლბრაიტის ოჯახის წევრები. ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1400 მოწვეული სტუმარი ესწრება, აშშ-ის პრეზიდენტები, საგარეო საქმეთა მინისტრები, სახელმწიფო დეპატრამენტის წარმომადგენლები, კონგრესის ორპარტიული დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების პრეზიდენტები, ნობელის პრემიის ლაურეატები. დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, დღესვე საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება. შეგახსენებთ, აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 23 მარტს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბილ კლინტონი მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე: საქართველოს პრეზიდენტი დღეს აქ არის, რისთვისაც მე ძალიან მადლიერი ვარ
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა. ბილ კლინტონმა სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა და გაიხსენა, რომ მადლენ ოლბრაიტს სჯეროდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის მაღალი მორალური პრინციპებისა. „საქართველოს პრეზიდნეტი დღეს აქ არის, რისთვისაც მე ძალიან მადლიერი ვარ“, - განაცხადა ბილ კლინტონმა ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში, დაკრძალვის ცერემონიაზე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მადლენ ოლბრაიტის ოჯახის წევრები. ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1400 მოწვეული სტუმარი ესწრება, აშშ-ის პრეზიდენტები, საგარეო საქმეთა მინისტრები, სახელმწიფო დეპატრამენტის წარმომადგენლები, კონგრესის ორპარტიული დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების პრეზიდენტები, ნობელის პრემიის ლაურეატები. დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, დღესვე საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება. შეგახსენებთ, აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 23 მარტს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.