პოლიტიკოსი, 1997-2001 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 84 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ nypost ოჯახზე დაყრდნობით წერს.
ოლბრაიტი იყო პრეზიდენტი ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ცენტრალური ფიგურა და პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი აშშ-ში. იგი მხარს უჭერდა ნატოს გაფართოებას, უბიძგებდა ალიანსს ჩარეულიყო ბალკანეთში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად, ცდილობდა შეემცირებინა ბირთვული იარაღის გავრცელება და მხარს უჭერდა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას მთელს მსოფლიოში.
ოლბრაიტი ასევე იყო გაეროს, ეროვნული პოლიტიკის ცენტრისა და პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი.
მადლენ ოლბრაიტი 2012 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მშვიდობის საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.