საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.
ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მადლენ ოლბრაიტის ოჯახის წევრები. ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1400 მოწვეული სტუმარი ესწრება, აშშ-ის პრეზიდენტები, საგარეო საქმეთა მინისტრები, სახელმწიფო დეპატრამენტის წარმომადგენლები, კონგრესის ორპარტიული დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების პრეზიდენტები, ნობელის პრემიის ლაურეატები.
დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, დღესვე საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება.
შეგახსენებთ, აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 23 მარტს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.