თეგი: მალტა
მედია: საბერძნეთმა და მალტამ ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ყველაზე ნაკლები რუსული აქტივები გაყინეს
საბერძნეთი და მალტა, „გაყინული“ რუსული აქტივების მოცულობით ევროკავშირის სხვა ქვეყნებს ჩამორჩებიან. ლიეტუვამ, რუსეთისა და ბელორუსის სანქცირებული მოქალაქეების 85 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინა ამის შესახებ Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირსა და შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით წერს. ევროკავშირის 27 ქვეყანამ სანქციების შემოღების შემდეგ დაახლოებით 20,3 მილიარდი ევროს მოცულობის რუსული აქტივები გაყინეს. ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა იტალია, ირლანდია, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი და ავსტრია აცხადებენ, რომ მათ ქვეყნებში სანქცირებას მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის რუსული აქტივები დაექვემდებარა. ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, საბერძნეთმა 212 ათასი ევროს, ხოლო მალტამ - 147 ათასი ევროს რუსული აქტივები გაყინა. „რაც ცოტა გასაკვირია”, - თქვა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც Reuters ანონიმურობის პირობით ისაუბრა. „ან აქტივების მოცულობა მცირეა, ან არ აკეთებენ თავის საქმეს“, - აღნიშნა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
რა საკითხები განიხილეს შალვა პაპუაშვილმა და მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ანჯელო ფარუჯას შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით, საქართველოსა და მალტას შორის ორმხრივ ურთიერთობებში გაჩნდა კავშირების გაღმავების საჭიროება. მათივე ცნობით, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში. „მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირებზე, მათ შორის სექტორულ კომიტეტებს შორის თანამშრომლობაზე, აგრეთვე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ხალხთაშორის ურთიერთობების, განათლების, ზღვაოსნობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილი ანჯელო ფარუჯას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესზე ესაუბრა, აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს მალტა მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ანჯელო ფარუჯა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ მალტის გამოცდილებაზე ესაუბრა და ამ საკითხზე საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა დააფიქსირა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მალტა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს
„მალტა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს,“ - ამის შესახებ მალტის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანჯელო ფარუჯამ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რაც საჭირო იქნება ჩვენი პარლამენტის მხრიდან, შეგვიძლია რომ განვიხილოთ და გავაძლიეროთ ძალისხმევა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში სრულ წევრობას” - აღნიშნა ფარუჯამ საქართველოს პარლამენტის ცნობით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ანჯელო ფარუჯას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად დღეს შეხვდა. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებით ევროკავშირის მხრიდან, საქართველოსა და მალტას შორის კავშირების გაღრმავების საჭიროება გაჩნდა. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ხალხთაშორის ურთიერთობების, განათლების, ზღვაოსნობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა მიმართულებებით. „გვქონდა შინაარსობრივი საუბარი, მათ შორის, მალტის, როგორც მოსახლეობით პატარა ქვეყნის, გამოცდილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ვფიქრობ, ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და გასაზიარებელია ჩვენთვის. მოხარული ვარ, რომ ბევრი საერთო საკითხი გამოვნახეთ მალტელ კოლეგებთან. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა მათი მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მხრივ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოსა და მალტას საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებთ - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჯორჯ ველას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და მალტას საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებთ. „შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და მის ნეგატიურ შედეგებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზე, საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჯორჯ ველამ ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებისადმი მალტის მხარდაჭერა დააფიქსირა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.