საბერძნეთი და მალტა, „გაყინული“ რუსული აქტივების მოცულობით ევროკავშირის სხვა ქვეყნებს ჩამორჩებიან.
ამის შესახებ Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირსა და შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.
ევროკავშირის 27 ქვეყანამ სანქციების შემოღების შემდეგ დაახლოებით 20,3 მილიარდი ევროს მოცულობის რუსული აქტივები გაყინეს.
იტალია, ირლანდია, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი და ავსტრია აცხადებენ, რომ მათ ქვეყნებში სანქცირებას მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის რუსული აქტივები დაექვემდებარა.
ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, საბერძნეთმა 212 ათასი ევროს, ხოლო მალტამ - 147 ათასი ევროს რუსული აქტივები გაყინა.
„რაც ცოტა გასაკვირია”, - თქვა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც Reuters ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
„ან აქტივების მოცულობა მცირეა, ან არ აკეთებენ თავის საქმეს“, - აღნიშნა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.