თეგი: მარიხუანა
პირადი მოხმარების მიზნით, 10 გრამამდე მარიხუანის შემოტანა თავისუფლების აღკვეთით აღარ დაისჯება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირადი მოხმარების მიზნით, 10 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის საქართველოში შემოტანა თავისუფლების აღკვეთით აღარ დაისჯება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 21 აპრილს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებაში ღნიშნულია: 1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (არაუმეტეს 9.68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. 2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს. 6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისს კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა ბოლნისის რაიონულმა სასამართლოდან მოსამართლე თეა ლეონიძემ. მანამდე ორი თვით ადრე კი, ნიკოლაი სიმონიანს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მიხედვით 6.7 გრამი გამომშრალი მარიხუანის საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის. საქმის მასალებშია კიდევ რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანები გასამართლდნენ გამომშრალი მარიხუანის საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სრულწლოვანი პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო გაუმართლებელია.
თბილისის აეროპორტში მგზავრს ნახევარი კილოგრამი მარიხუანა აღმოუჩინეს - შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცერმა და სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად ,,დიიმ“, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი” უცხო ქვეყნის მოქალაქის ს.ფ.-ს ბარგის დათვალიერების შედეგად, 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას და დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა/გადაგზავნას გულისხმობს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისათვის, საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 29 ძაღლი ახორციელებს.
CNN: ტაილანდის ხელისუფლება, მოსახლეობას მილიონ ბუჩქ კანაბისს დაურიგებს
ტაილანდის ხელისუფლება, ივნისში მოსახლეობას სახლში გასაშენებლად მილიონ ბუჩქ კანაბისს დაურიგებს. ინფორმაციას CNN ინფორმაციას ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 9 ივნიის ტაილანდში ძალაში შედის ახალი კანონი, რომლის თანახმადაც მოსახლეობას კანაბისის ბუჩქის სახლში გაშენების უფლება ექნება. ამასთან კანაბისს უნდა ჰქონდეს ფსიქოტროპული ნივთიერებების დაბალი შემცველობა და დაშვებულია მისი სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება. თანაც ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებაც უნდა იყოს ინფორმირებული. კანაბისის გაყიდვა, მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ტაილანდში, შრომისუნარიანი მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში და ახორციელებს კანაბისის მოშენებას სამედიცინო მიზნებისთვის, იუწყება CNN. ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეს ქვეყანას, ყოველწლიურად $288 მილიონის შემოსავალს მოუტანს. ტაილანდი 2018 წლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებიდან პირველია, რომელმაც სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზება მოახდინა. გამოყენება და რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანას მოშენება, ტაილანდში ამ დრომდე აკრძალულია და ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე - შსს
სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, - ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისდეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟოდეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული დასაგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული უცხო ქვეყნისმოქალაქე მ.მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. „მას ბრალიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულისაშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავროჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 11 კილო და 700 გრამი ნარკოტიკულისაშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდანშემოიტანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდშემოტანას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონოშეძენა-შენახვისა და გადაზიდვას გულისხმობს“, - აცხადებენ სამინისტროში.
ტაილანდში მარიხუანა აკრძალული ნარკოტიკების სიიდან ამოიღეს
ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი ქვეყანაა, სადაც მარიხუანა აკრძალული ნარკოტიკების სიიდან ამოიღეს. შედეგად, დღეიდან მოქალაქეებს კანაფის მცენარის მოყვანისა და მოსავლით ვაჭრობის უფლება აქვთ, თუმცა, მარიხუანას რეკრეაციული მიზნით გამოყენება კვლავ აკრძალული რჩება. CNN: ტაილანდის ხელისუფლება, მოსახლეობას მილიონ ბუჩქ კანაბისს დაურიგებს რეფორმის მომხრეების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რეკრეაციული მოხმარება კვლავ აკრძალულია, კანონმდებლობის შემსუბუქება ფაქტობრივად მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოახდენს. ტაილანდის მთავრობა იმედოვნებს, რომ ადგილობრივი კანაფით ვაჭრობა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. ხელისუფლება მოქალაქეებს მცენარის მოყვანის წახალისების მიზნით 1 მილიონ კანაფის თესლს უფასოდ დაურიგებს. 9 ივნისიდან, მოქალაქეებს კანაფის მცენარის მოყვანისა და სამედიცინო კანაფის სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენების უფლება მიენიჭებათ. კანაფის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებისთვის კი მათ დამატებითი ლიცენზია უნდა აიღონ. ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეს ქვეყანას, ყოველწლიურად $288 მილიონის შემოსავალს მოუტანს. ტაილანდი 2018 წლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებიდან პირველია, რომელმაც სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზება მოახდინა. გამოყენება და რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანას მოშენება, ტაილანდში ამ დრომდე აკრძალულია და ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს.
სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით, მარიხუანის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცერმა და სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად ,,დიიმ“, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი” ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ს.ფ.-ს ბარგის დათვალიერების შედეგად, 394,83 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვას და საქართველოში უკანონო შემოტანას გულისხმობს. საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 29 ძაღლი ახორციელებს“, - ნათთქვამია განცხადებაში.
პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 11 კილოგრამზე მეტი მარიხუანა ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ნ.დ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. „დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.დ.-მ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა. სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან, 11 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ესპანეთის პოლიციამ, ფერმებიდან 32 ტონა მარიხუანა ამოიღო
ესპანეთის პოლიციამ შაბათს განაცხადა, რომ ფერმებიდან 32 ტონა შეფუთული მარიხუანა ამოიღო, რომელის ღირებულებაც დაახლოებით 64 მილიონი ევროა. სამართალდამცველების ცნობბით, პოლიციამ ესპანეთის ფერმებსა და საწარმოო ქარხნებში ჩხრეკების სერია ჩაატარა. ოპერაცია „ბაღების“ ფარგლებში 20-დან 59 წლამდე ასაკის ცხრა კაცი და 11 ქალი დააკავეს. „სამოქალაქო გვარდიამ, ესპანეთში ამ დრომდე, შეფუთული მარიხუანას ყველაზე დიდი პარტია ამოიღო“, - ნათქვამია ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის განცხადებაში.
ესპანეთის პოლიციამ 50 ტონა მარიხუანა ამოიღო
ესპანეთის პოლიციამ 50 ტონა მარიხუანა ამოიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში ამოღებული ნარკოტიკების რეკორდული ოდენობაა. პოლიციის ცნობით, კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში დემონტირებულია 8 ფერმა, დაკავებულია 20 ადამიანი. ამასთან, ამოღებული მარიხუანის სავარაუდო ღირებულება 125 მილიონი ევროა.