თეგი: მარცვლეულის ინიციატივა

უკრაინა „მარცვლეულის ინიციატივისთვის“ პორტების რაოდენობის გაზრდას ითხოვს

უკრაინა „მარცვლეულის ინიციატივის“ ფარგლებში, პორტების რაოდენობის გაზრდას ითხოვს.  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 ნოემბერს კიევში სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტზე განაცხადა. „სამწუხაროდ, მარცვლეულის ინიციატივა ჯერ კიდევ არასრულფასოვნად მუშაობს. რუსეთი გემების გადაადგილების შეფერხებას ცდილობს. ბოსფორში 80-ზე მეტი გემი დგას. ჩვენ მხარს ვუჭერთ პორტების რაოდენობის გაზრდას და ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის გაგრძელებას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, დღეისათვის უკრაინის პორტები თითქმის 500-მა გემმა დატოვა. ეს არის 12 მილიონი ტონა საკვები 40 ქვეყნისთვის. თუმცა ზელენსკის თქმით, მარცვლეულის დერეფნის სრულფასოვანი ფუნქციონირება საკმარისი არ არის იმ ქვეყნების საკვების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც შიმშილის მწვავე საფრთხე ემუქრებათ. 2023 წლის გაზაფხულის ბოლოსთვის უკრაინა გვალვისა და შიმშილის საფრთხის წინაშე მყოფ ქვეყნებში (ეთიოპია, სუდანი, სამხრეთ სუდანი, სომალი, იემენი, კონგო, კენია, ნიგერია) თავისი პორტებიდან სულ მცირე 60 გემის გაგზავნას გეგმავს. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა

უკრაინა რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთმა დაბლოკა 11 აპრილს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გადამზიდავი გემების ინსპექტირება, განუცხადა Guardian-ს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ იური ვასკოვმა. „დღეს ჩვენ გვაქვს კრიტიკული სიტუაცია. რუსებმა დაარღვიეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის პირობები. მათ გადაწყვიტეს, ცალმხრივად შეცვალონ უკრაინის პორტების გეგმები. ეს მიუღებელია", - განაცხადა ვასკოვმა. ვასკოვის თქმით, თუ ასეთი დარღვევები გაგრძელდება, სურსათზე ფასები გლობალურად 15%-ით გაიზრდება. ოფიციალურმა პირებმა ამ საკითხზე თურქესა და გაეროს მიმართეს, რომლებიც თავდაპირველად შუამავლობდნენ შეთანხმებას. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა 18 მარტს განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინას მილიონობით ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შავი ზღვის გავლით ექსპორტის საშუალებას აძლევს, კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ გაახანგრძლივებს შეთანხმებას, მაგრამ "მხოლოდ" 60 დღით. გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებულმა შეთანხმებამ, რომელიც პირველად ივლისში გაფორმდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა მსოფლიოში სურსათის მზარდი ფასების შესამცირებლად.  

სახელმწიფო დეპარტამენტი: გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა უკვე შეიმჩნევა, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა უკვე შეიმჩნევა იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მარცვლეულის მონაწილეობა ინიციატივაში. აშშ მოუწოდებს, რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება.  „რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. მართლაც, ჩვენ უკვე ვხედავთ ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების გლობალურ ზრდას იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება. იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა განაგრძო მუშაობა, რათა რუსულ და უკრაინულ მარცვლეულს მიეღწია დანარჩენ მსოფლიომდე, მათ შორის იმის კიდევ ერთხელ უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი სანქციები არ ეხება რუსულ საკვებსა და სასუქს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა ბაზრებსა და იმ ხალხამდე მიაღწიოს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება, განაახლოს მოლაპარაკებები, დაუყოვნებლივ გააფართოოს და სრულად განახორციელოს ინიციატივა მილიონობით ადამიანის სასარგებლოდ, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინულ მარცვლეულზე,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოდესაში, პორტების ტერიტორიებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ოკუპანტების სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მხოლოდ ხალხის სიცოცხლე. ზელენსკის თქმით, იმ პორტებში, რომლებსაც დღეს თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა. „ზუსტად ის რაოდენობა, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უნდა ყოფილიყო მიწოდებული. საპორტო ტერმინალში, რომელიც დღეს დაზარალდა, 60 ათასი ტონა აგრარული პროდუქცია ინახებოდა, რომელიც ჩინეთში გასაგზავნად იყო გამზადებული. რუსული ტერორი ყველას ეხება. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და თავისუფლებისთვის! მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც მეხმარება! დიდება უკრაინას!'' - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავდნენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის