თეგი: მგზავრები
ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა - 235 მოქალაქე კომიანია Wizz Air-ს უყურადღებობაში ადანაშაულებს
ქუთაისის დავით აღმაშენებელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა. 235 მოქალაქე კომიანია Wizz Air-ს უყურადღებობაში ადანაშაულებს. მგზავრების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში იყვნენ და არც კომპანიამ და არც აეროპორტმა ყურადღება არ მიაქცია. მგზავრების ნაწილი ამ დრომდე აეროპორტში რჩება, ისინი ბილეთების გადაცვლას ცდილობენ, რადგან თუ დროულად არ ჩაფრინდებიან მილანში სამსახურს დაკარგავენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ადასტურებენ, რომ რეისის გაუქმება თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართავობის გამო მოხდა და აღნიშნულ საკითხზე კომენტარს კომპანია Wizz Air გააკეთებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბარსელონის მიმართულებით ფრენა გაუქმდა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბარსელონის მიმართულებით რეისი გაუქმდა, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა. მგზავრები აეროპორტის ადმინისტრაციასა და კომპანია Wizz Air-ს მგზავრები უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. როგორც Europetime-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენელმა განუცხადა, ამ ეტაპზე Wizz Air-ს მხრიდან განცხადებას ელოდებიან. შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე დღის წინ რეისი მილანის მიმართულებითაც გაუქმდა. ასევე წაიკითხეთ: ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა - 235 მოქალაქე კომიანია Wizz Air-ს უყურადღებობაში ადანაშაულებს
2022 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 515 988 მგზავრს მოემსახურა
2022 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 515 988 მგზავრს მოემსახურა, რაც 121,56%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დღეისათვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 35 ავიაკომპანია 38 მიმართულებით ასრულებს რეისებს. ინფორმაციას ამის შესახებ TAV Georgia ავრცელებს. „“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიკურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
2022 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 363 830 მგზავრს მოემსახურა
2022 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 363 830 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთ ნაკადის 92%-ია, ხოლო 2021 წლის აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, 48%-იანიზრდაა. "ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის აგვისტოში 103 625 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 2%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 7%-ით აღემატება", - ამის შესახებ ინფორმაციას „ტავჯორჯია“ ავრცელებს.
მეტროში საცობი, მგზავრების მიერ ზოლში არასწორი მოძრაობითაა განპირობებული - ვიქტორ წილოსანი
მეტროში საცობი მგზავრების მიერ ზოლში არასწორად მოძრაობითაა განპირობებული - ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განუცხადა. „მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. მეტროს ვაგონები ბაქანზე არსებულ ყველა მგზავრს ემსახურება, ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანი დარჩა. ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ. ანალოგიურია სადგურის მოედანზე, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბს გამტარუნარიანობას ექმნება“ - განაცხადა წილოსანმა.
მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები, მეტროში მგზავრებს გადაადგილებაში დაეხმარებიან
მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები, მეტროში მგზავრებს გადაადგილებაში დაეხმარებიან. კახა კალაძემ სადგურის მოედანზე გადასასვლელი გვირაბის გაგანიერება-მოწესრიგების დავალება გასცა როგორც ცნობილია, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები „სადგურის მოედნის“ გადასასველ გვირაბში დილით და საღამოს, პიკის საათებში განლაგდებიან. კახა კალაძე: ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! კახა კალაძე: როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას
2022 წლის ოქტომბერში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 332 999 მგზავრს მოემსახურა
2022 წლის ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 332 999 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადს 17%-ით აღემატება, ხოლო 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით, 67%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას, „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. "ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ოქტომბერში 52 536 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 17%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11%-ით აღემატება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისის მეტრო მგზავრებს უფასოდ ემსახურება
თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. როგორც ცნობილია, მეტროში პრობლემა ტურნიკეტებს შეექმნა, რის გამოც, თბილისის მეტრო მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება. " მეტროში პრობლემა ტურნიკეტებს შეექმნა, რის გამოც, თბილისის მეტრო მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება. ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ", - განაცხადეს კომპანიაში.
საქართველოს რკინიგზა: დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, იქმნება ძაბვის პრობლემები, მგზავრებს ვთავაზობთ ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მიმართვს და განმარტავს, რომ დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა, მატარებლების გადაადგილებისას შეფერხებები გამოიწვიოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რკინიგზა მგზავრებს ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას სთავაზობს. „დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა
Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობის გამო, ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები აეროპორტში ზუსტ დროს ვერ გამოცხადდნენ. "ფრენა იყო დილის 06:10 საათზე, ავტობუსი თბილისიდან უნდა გამოსულიყო ღამის 00:00-ზე, რათა ადგილზე რამდენიმე საათით ადრე ყოფილიყო, თუმცა უამინდობის გამო ორი საათით ადრე გავიდა, ანუ 22:00-ზე. მგზავრები ადგილზე იყვნენ 05:42 საათზე, როცა ფრენა უკვე გადაწეული იყო 06:22-ზე, რაც ქუთაისმა არ ასახა არც საიტზე და არც ზარების დროს იძლეოდნენ ამ ინფორმაციას. ვიზეარმა მეილი მოიწერა მგზავრებთან, რომ ფრენა გადადო 30 წუთით. თუმცა არც ეს იყო აეროპორტის თანამშრომლებისთვის რაიმეს მომცემი. აგრეთვე, თვითმფრინავი ნაცვლად 06:10 საათისა, აფრინდა 07:18 საათზე, როცა მგზავრები უკვე თითქმის 2 საათის მისულები იყვნენ. საუბარია 87 მგზავრზე და არა 1-2-3 ადამიანზე", - წერს ერთ-ერთი მგზავრი სოციალურ ქსელში.
"საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს დამატებითი რეისებით მოემსახურება
„საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განმარტებით, 13 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით, „საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი რეისები დანიშნა. ცაგურიას თქმითვე, ისინი რესურსს არ ზოგავენ, რათა მგზავრებს კომფორტულად მოემსახურონ. „ჩვენ მაქსიმალური რესურსები გვაქვს ჩართული იმისთვის, რომ მგზავრებს მოვემსახუროთ. დამატებითი რეისები დავნიშნეთ თბილისიდან ფოთის მიმართულებით და პირიქით, ფოთიდან თბილისის მიმართულებით 13-დან 18 აპრილის ჩათვლით. გარდა ამისა, ჩვენ დავნიშნეთ 14-დან 18 აპრილის ჩათვლით დამატებითი რეისები თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე და კიდევ დავამატეთ 17 აპრილს 2 რეისი. თუკი, რამე რესურსი არსებობს, თავს არ ვზოგავთ იმისთვის, რომ მგზავრებს მაქსიმალურად მოვემსახუროთ“, - განაცხადა ცაგურიამ.