მეტროში საცობი მგზავრების მიერ ზოლში არასწორად მოძრაობითაა განპირობებული - ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განუცხადა.
„მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. მეტროს ვაგონები ბაქანზე არსებულ ყველა მგზავრს ემსახურება, ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანი დარჩა. ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ.
ანალოგიურია სადგურის მოედანზე, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბს გამტარუნარიანობას ექმნება“ - განაცხადა წილოსანმა.