თეგი: მელანი ჯოლი
მელანი ჯოლი: რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციები ძალიან მალე გამოცხადდება
"დასავლეთის სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს გამოაცხადებენ", - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა. „ჩვენ რუმინეთთან ერთად ევროკავშირის მეშვეობით ძალიან მნიშვნელოვანი, მკაცრი სანქციები დავაწესეთ და ძალიან მალე გამოცხადდება მეტი სანქციები“, - აღნიშნა კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუმინეტში ვიზიტის ფარგლებში. ლიეტუვის პრეზიდენტი: ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე
დღევანდელი შეხვედრის მიზანი დიდი შვიდეულის ლიდერებთან იმის უზრუნველყოფაა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განუცხადა. „ვიცით, რომ საქართველო ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა და ავლენს მოწყვლადობას. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ, რომ ჩვენ პარტნიორების გვერდით უნდა ვიყოთ. ვიცით, ის, რაც უკრაინაში ხდება, შესაძლებელია, სხვა ქვეყანაშიც მოხდეს. შესაბამისად, კანადამ უნდა შეასრულოს თავისი როლი და გააქტიურდეს ნატოს სხვა წევრებთან ერთად. კანადა დიდი შვიდეულის შეხვედრის მონაწილე იქნება. დღევანდელი შეხვედრის მიზანი დიდი შვიდეულის ლიდერებთან იმის უზრუნველყოფაა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე. დიდი შვიდეული გახდა კოორდინაციის ჯგუფი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ძლიერ სანქციებზე, რომელსაც რუსეთს ვუწესებთ, არამედ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ არ არსებობს ხვრელები, რომ დასავლეთთან ერთად კოორდინაციაში ვართ", - განაცხადა ჯოლიმ. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: კანადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს
კანადა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაწერა. „შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს. განვიხილეთ რუსეთის რეჟიმის გაუმართლებელი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაზე. კანადა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას“, – წერს მელანი ჯოლი.