"დასავლეთის სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს გამოაცხადებენ", - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა.
„ჩვენ რუმინეთთან ერთად ევროკავშირის მეშვეობით ძალიან მნიშვნელოვანი, მკაცრი სანქციები დავაწესეთ და ძალიან მალე გამოცხადდება მეტი სანქციები“, - აღნიშნა კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუმინეტში ვიზიტის ფარგლებში.