კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: კანადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს

კანადა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

„შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს. განვიხილეთ რუსეთის რეჟიმის გაუმართლებელი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაზე. კანადა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას“, – წერს მელანი ჯოლი.