თეგი: მილიარდერი
Bloomberg: ინდოელმა გაუტამ ადანმა, ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა
ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანი, მულტიბიზნესის კონგლომერატის Adani Group-ის მფლობელი და ხელმძღვანელი, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა და „ამაზონის“ დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს გაუსწრო, წერს Bloomberg. 2022 წლის დასაწყისში გაუტამ ადანი მილიარდერთა გლობალურ რეიტინგში მხოლოდ მე-14 ადგილზე იყო. მაგრამ ერთი წლის განმავლობაში, მისი ფლაგმანი კომპანია, Adan Enterprises-ის შემოსავლები რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ინდოეთის ეროვნული საფონდო ბირჟის (NSE) ბაზრის დახურვისას Adan Enterprises-ის აქციების ფასი ერთ აქციაზე 3702,2 ინდურ რუპიას შეადგენდა (+116,6% წლის დასაწყისიდან). ჯეფ ბეზოსის წმინდა ქონება $145,8 მილიარდამდე დაეცა, (ნიუ-იორკში ძირითადი ვაჭრობის გახსნის შემდეგ აშშ-ს საფონდო ბირჟის ზოგადი ვარდნის ფონზე), იტყობინება Bloomberg. ხოლო ადანის ქონება ამავდროულად $146,9 მილიარდად იყო შეფასებული, რამაც იგი პლანეტის მეორე უმდიდრეს ადამიანად აქცია. ის მხოლოდ Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელს, ილონ მასკს ჩამორჩება, რომლის კაპიტალიც $260 მილიარდია.
ჯეკ მამ Ant Group-ზე კონტროლი დაკარგა
Ant Group-ის დამფუძნებელი ჯეკ მა ჩინურ ფინანსურ ტექნოლოგიურ გიგანტის საკონტროლო უფლებებზე უარს ამბობს. კომპანია ათ ადამიანს, მათ შორის დამფუძნებელს, მენეჯმენტსა და პერსონალს, მისცემს დამოუკიდებელი ხმის მიცემის უფლებას, რაც ფაქტობრივად ართმევს ჯეკ მას კონტროლს Ant Group-ზე. 2020 წლის ოქტომბერში მამ ისაუბრა შანხაის ფორუმზე, სადაც ჩინეთის ხელისუფლება ფინანსური რეგულირების სფეროს მართვაში გააკრიტიკა. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ გააუქმა Ant Group-ის მოსალოდნელი $37 მილიარდი IPO. ამის შემდეგ Alibaba ანტიმონოპოლიური დარღვევისთვის, რეკორდული თანხით $2,8 მილიარდით დაჯარიმდა.