ჯეკ მამ Ant Group-ზე კონტროლი დაკარგა

Ant Group-ის დამფუძნებელი ჯეკ მა ჩინურ ფინანსურ ტექნოლოგიურ გიგანტის  საკონტროლო უფლებებზე უარს ამბობს. 

კომპანია ათ ადამიანს, მათ შორის დამფუძნებელს, მენეჯმენტსა და პერსონალს, მისცემს დამოუკიდებელი ხმის მიცემის უფლებას, რაც ფაქტობრივად ართმევს ჯეკ მას კონტროლს Ant Group-ზე.

2020 წლის ოქტომბერში მამ ისაუბრა შანხაის ფორუმზე, სადაც ჩინეთის ხელისუფლება ფინანსური რეგულირების სფეროს მართვაში გააკრიტიკა.

რამდენიმე დღის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ გააუქმა Ant Group-ის მოსალოდნელი $37 მილიარდი IPO. ამის შემდეგ Alibaba ანტიმონოპოლიური დარღვევისთვის, რეკორდული თანხით $2,8 მილიარდით დაჯარიმდა.