თეგი: მიხაილ პოდოლიაკი
მიხაილო პოდოლიაკი: როგორც ჩანს, ჩვენს დასავლელ მეგობრებს სიამოვნებთ დანგრეული უკრაინის ფოტოების ყურება
როგორც ჩანს, ჩვენს დასავლელ მეგობრებს სიამოვნებთ მყუდრო კაფეებში ჯდომა და დანგრეული უკრაინის ფოტოების ყურება, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ გვერდზე დაწერა. „როგორც ჩანს, ჩვენს მეგობრებს სიამოვნებთ პარიზის, ბერლინის, ნიუ იორკის ან ბუდაპეშტის მყუდრო კაფეებში ჯდომა, კროასანთან ერთად ყავის აუჩქარებლად სმა და უკრაინის ქალაქების ფოტოების ყურება, რომლებსაც მიწასთან ასწორებენ პირდაპირ ეთერში. ჩვენს ქალაქებში კი კვდებიან, მაგრამ მაინც იბრძვიან“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი. ასევე წაიკითხეთ: ანალენა ბერბოკი: უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ამ სივრცის დარღვევის შემთხვევაში NATO-ს თვითმფრინავებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევთ
მიხაილ პოდოლიაკი: უკრაინაში გაჭიანურებულმა ომმა შეიძლება, გამოიწვიოს სასურსათო კრიზისი მთელ მსოფლიოში
უკრაინაში გაჭიანურებულმა ომმა შეიძლება, გამოიწვიოს სასურსათო კრიზისი მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა. „ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინის შეიარაღება და რუსეთის „სისხლისგან დაცლა“ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით. ვინც აირჩევს ომზე თვალის დახუჭვას, ფასების ზრდის შიშით, მიიღებს ორივეს“, – დაწერა პოდილიაკმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს
რუსეთი აშკარად მასშტაბურ ტერორისტულ აქტს ამზადებს - პოდოლიაკი
რუსეთი აშკარად მასშტაბურ ტერორისტულ აქტს ამზადებს, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი კრემლის განცხადებას უკრაინის მიერ დრონებით თავდასხმის შესახებ. კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა - კრემლი „რაც შეეხება დრონებს კრემლის თავზე. ყველაფერი პროგნოზირებადია. რუსეთი აშკარად ამზადებს მასშტაბურ ტერორისტულ აქტს. ამიტომ ჯერ აკავებს ყირიმში ვითომ დივერსანტების მცირე ჯგუფს. შემდეგ კი აჩვენებს „დრონებს კრემლის თავზე“. უპირველეს ყოვლისა, უკრაინა აწარმოებს მხოლოდ თავდაცვით ომს და არ ესხმის თავს ობიექტებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რატომ? ეს არანაირ სამხედრო ამოცანას არ ასრულებს, თუმცა იძლევა საფუძველს, რომ რუსეთმა გაამართლოს თავისი თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე“, – წერს პოდოლიაკი.