უკრაინაში გაჭიანურებულმა ომმა შეიძლება, გამოიწვიოს სასურსათო კრიზისი მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინის შეიარაღება და რუსეთის „სისხლისგან დაცლა“ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით. ვინც აირჩევს ომზე თვალის დახუჭვას, ფასების ზრდის შიშით, მიიღებს ორივეს“, – დაწერა პოდილიაკმა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება.
ასევე წაიკითხეთ:
უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს