თეგი: მიჰაილ გალარი
ევროპარლამენტარი: რუსეთს მკაფიო მესიჯს ვუგზავნით
გერმანელი პოლიტიკოსი მიჰაილ გალარი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, უკრაინას ეწვია. „გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. დავაფიქსირეთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური მისწრაფების მიმართ, შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიას. რუსეთს მკაფიო მესიჯს ვუგზავნით: შეწყვიტეთ უკრაინის საქმეებში ჩარევა და დესტაბილიზაცია. თავი შეიკავეთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უპრეცედენტო სანქციები გემუქრებათ“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.
ახლა, როცა ქართველი ახალგაზრდობა ევროპულ მომავალს ითხოვს, არ არის დრო, რომ ყველამ გააერთიანოს ძალები? - მიჰაილ გალარი
ევროპარლამენტარ მიჰაილ გალარის (EPP, გერმანია) შეფასებით, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს იმ ფონზე, როდესაც ახალგაზრდობა ქუჩაშია გამოსული ევროპული მომავლის მოთხოვნით. „ახლა, როცა ქართველი ახალგაზრდობა, ქვეყნის იმედი ქუჩაშია და მოითხოვოს ევროპულ მომავალს, განა ახლა არ არის დრო, რომ ყველა, ვინც ცდილობს, გადალახოს პოლიტიკური დაპირისპირება, გააერთიანოს ძალები ყველა ბანაკიდან, ახალი შეთანხმების მოთხოვნით? ხალხი უკეთესს იმსახურებს“, - წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი. (ექსკლუზივი) ევროპარლამენტარი მიჰაილ გალარი: რეფორმა არის საკვანძო საკითხი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლო სისტემას 20 ივნისს, თბილისში ხალხმრავალი აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მანამდე, წაიკითხეს მანიფესტი და 24 ივნისისთვის კვლავ შეკრება დაგეგმეს. შეკრებილებს მიმართეს ევროპარლამენტარებმაც. აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინაშე მოთხოვნებს წამოაყენებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
ევროპარლამენტარი მიჰაილ გალარი საქართველოზე: საზოგადოებას აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მოაწყოს სანდო პროევროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის
ევროპარლამენტარი (EPP, გერმანია) მიჰაილ გალარი თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებთით აცხადებს, რომ საზოგადოებას მომავალ არჩევნებზე შანსი აქვს. „საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მათი ნათლია ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან. საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც საპროტესტო აქციებს მართავს, აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მოაწყოს სანდო პროევროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის!“ - წერს გალერი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.