გერმანელი პოლიტიკოსი მიჰაილ გალარი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, უკრაინას ეწვია.
„გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. დავაფიქსირეთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური მისწრაფების მიმართ, შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიას. რუსეთს მკაფიო მესიჯს ვუგზავნით: შეწყვიტეთ უკრაინის საქმეებში ჩარევა და დესტაბილიზაცია. თავი შეიკავეთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უპრეცედენტო სანქციები გემუქრებათ“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.