თეგი: მონღოლეთი
მედია: მონღოლეთში მომიტინგეები მთავრობის შენობაში შეჭრას ცდილობენ
მონღოლეთში მომიტინგეები მთავრობის შენობაში შეჭრას ცდილობენ. პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის გზა პოლიციამ უკვე გადაკეტა. მედიის ცნობით, ქვეყანაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინოვნიკებმა დიდი რაოდენობით ნახშირი მოიპარეს.
მონღოლეთი და აშშ „ღია ცის“ შეთანხმებას გააფორმებენ - Reuters
შეერთებული შტატები და მონღოლეთი „ღია ცის“ შეთანხმებაზე ხელმოწერას გეგმავენ. ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. შეერთებულ შტატებსა და მონღოლეთს შორის ღია ცის შესახებ შეთანხმება დაეფუძნება ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც იანვარში შეთანხმდა. ეს ინფორმაციას ვრცელდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და მონღოლეთის პრემიერს შორის შეხვედრაა დაგეგმილი. შეხვედრა ვაშინგტონში ოთხშაბათს მას შემდეგ იმართება, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს დაძაბულობის განმუხტვას კონკურენტ ჩინეთთან, ხოლო რუსეთთან მის ურთიერთობებში დათბობის ნიშნები არ ჩანს, რადგან რუსეთი უკრაინაში ომს განაგრძობს. ჩრდილოეთით რუსეთით და სამხრეთით ჩინეთით გარშემორტყმულმა მონღოლეთმა, იაპონია, სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები მოკავშირეებად აირჩია.ის მიზნად ისახავს მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას, მაგრამ მისი ეკონომიკა თავის ორ დიდ მეზობელზე კვლავ მეტწილად დამოკიდებულია. რესურსებით მდიდარი მონღოლეთი იშვიათი მინერალებისა და სპილენძის საბადოებს ფლობს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შიდა ავტობაზრის ელექტრიფიკაციას ცდილობს. მონღოლეთი შესაძლო ინვესტიციების და თანამშრომლობის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ, ილონ მასკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი შეხვედრისას ხაზს გაუსვამენ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობას. დისკუსიები მოიცავს ქვეყნების ეკონომიკურ და კომერციულ ურთიერთობებს, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს, ჩინეთისა და რუსეთის ჩათვლით,“ - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით. ინფორმაციისთვის,„ღია ცის შეთანხმება“ მოლდოვასა და აშშ-ს შორის 19 მაისს გაფორმდა.
რომის პაპი მონღოლეთს ვიზიტით პირველად ეწვია
რომის პაპი ფრანცისკე ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი დელეგაციასთან ერთად ჩინგიზ ხანის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით დაეშვა. მას ოფიციალურ ცერემონიაზე მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატსცეგ ბატმუნხი დახვდა. რომის პაპის შეხვედრები მონღოლეთში, სადაც დაახლოებით 1500 კათოლიკე ცხოვრობს, შაბათს დაიწყება. მოსალოდნელია შეხვედტა მონღოლეთის პრეზიდენტთან, რის შემდეგაც ის ასევე სიტყვით მიმართავს დიპლომატიურ წარმომადგენლებს. მონღოლეთის დედაქალაქში პაპის ვიზიტის გასაშუქებლად თითქმის 150 უცხოელი ჟურნალისტი ჩავიდა. მონღოლეთისკენ მიმავალმა რომის პაპმა ფრანცისკემ ჩინეთის საჰაერო სივრცე გაიარა, რის გამოც მან მისასალმებელი შეტყობინება გაუგზავნა ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინს. ვატიკანის პროტოკოლის თანახმად, რომ უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლისას რომის პაპი მისასალმებელ შეტყობინებებს გზავნის. „თავის გზავნილში რომის პაპმა თქვა: „კეთილ სურვილებს ვუგზავნი თქვენს აღმატებულებასა და ჩინეთის ხალხს, თქვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის გავლისას, მონღოლეთისკენ მიმავალ გზაზე. გარწმუნებთ ჩემს ლოცვაში ერის კეთილდღეობისთვის.“ მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ მისალმებამ კეთილგანწყობა აჩვენა. მისი თქმით, ჩინეთი მზადაა, ვატიკანთან კონსტრუქციული ურთიერთობა განაგრძოს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის გარდა, რომის პაპმა ფრანცისკემ მსგავსი გზავნილები გაუგზავნა ხორვატიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, სერბეთის, მონტენეგროს, ბულგარეთის, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ლიდერებს.
რატომ არ აღასრულა მონღოლეთმა პუტინის დაკავების ორდერი
უკრაინა შეახსენებს მონღოლეთს, რომ „საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უნარი, ცივილიზებული სამყაროს ნაწილად ყოფნის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.“ მონღოლეთში პუტინის ჩასვლასთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრი კოსტინი აღნიშნავს, რომ „დღეს პუტინმა დაამცირა მონღოლეთი, ცინიკურად გამოიყენა იგი, როგორც ვაჭრობის საშუალება თავის გეოპოლიტიკურ თამაშში.“ „დამნაშავისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ძირს უთხრის გლობალური სამართლებრივი სისტემის მიზანს და სერიოზულად არღვევს დემოკრატიული ქვეყნების ღირებულებებს. პუტინის დაპატიმრებაზე უარის თქმით მონღოლეთმა შეგნებულად საფრთხე შეუქმნა მის საერთაშორისო ვალდებულებებს.“ კოსტინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი. „საერთაშორისო სამართლის ნორმები ისე შეიქმნა, რომ მსოფლიოს ხალხებმა სისხლით არ გადაიხადონ თავიანთი თავისუფლება, როგორც ამას ახლა უკრაინელები აკეთებენ.“ კოსტინმა განაცხადა, რომ „უკრაინის გენერალური პროკურატურა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაისაჯოს ომის დამნაშავეები და აღადგინონ სამართლიანობა ყველასთვის, ვინც დაზარალდა რუსული აგრესიით.“ მონღოლეთის მთავრობის წარმომადგენელმა Politico-ს განუცხადა, რომ ქვეყანა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთზე მისი ენერგეტიკული დამოკიდებულების გამო. „მონღოლეთს ნავთობპროდუქტების 95%-ს და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტი ჩვენი უშუალო სამეზობლოდან შემოაქვს, რომელიც ადრე ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხდა. ეს მიწოდება გადამწყვეტია ჩვენი და ჩვენი ხალხის არსებობის უზრუნველსაყოფად," - აღნიშნა სპიკერმა. "მონღოლეთი ყოველთვის ნეიტრალიტეტის პოლიტიკის მომხრე იყო თავის ყველა დიპლომატიურ ურთიერთობებში, რაზეც მეტყველებს ჩვენი ოფიციალური განცხადებები დღევანდელ დღეს," - დაამატა სპიკერმა. მანამდე, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინს დაპატიმრება არ ემუქრებოდა. ICC-მ და ევროკომისიამ ბოლო დღეებში ხაზი გაუსვეს მონღოლეთის სამართლებრივ ვალდებულებებს ICC-ის დაპატიმრების ორდერის აღსრულებასთან დაკავშირებით. როგორც AXIOS წერს, ქვეყანას შეიძლება, მისი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სამართლებრივი შედეგები დაემუქროს. იურიდიულის სფეროს ექსპერტმა ადრე განუცხადა POLITICO-ს, რომ მონღოლეთს სავარაუდოდ, დევნა დაემუქრება მისი უმოქმედობის გამო. ევროკავშირმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ „მონღოლეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტების მონაწილემ არ შეასრულა თავისი მოვალეობა, შეესრულებინა დაკავების ორდერი,“- ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. მონღოლეთში პუტინის ჩასვლა მისი პირველი ვიზიტია რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანაში. 2023 წლის მარტის შემდეგ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული უკრაინაში შეჭრისა და ომის სავარაუდო დანაშაულებში მისი ბრალეულობის გამო. მონღოლეთში პუტინის ვიზიტს უკრაინას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ პუტინის ქვეყანაში შეშვების გადაწყვეტილებით, მონღოლეთმა გაიზიარა მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა. უკრაინამ მონღოლეთს გასულ კვირაში მოუწოდა პუტინი დააპატიმროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე. რუსეთის პრეზიდენტს ბრალად სდებენ ასობით უკრაინელი ბავშვის უკანონოდ გაყვანაში ტერიტორიებზე, რომლებსაც კიევი არ აკონტროლებს. ულან-ბატორს პუტინის დაპატიმრებისკენ მოუწოდა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მაც. დაპატიმრების ორდერი სასამართლოს 124 წევრ ქვეყანას - მათ შორის, მონღოლეთს ავალდებულებს პუტინის დაპატიმრებას და მის გადაცემას ჰააგისთვის, თუკი ის მათ ტერიტორიაზე შევა. ვაშინგტონის პოზიცია ვაშინგტონს ესმის სიტუაცია, რომელშიც მონღოლეთი იმყოფება და მოუწოდებს ულან-ბატორს, პუტინთან მოლაპარაკებებისას ხაზი გაუსვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს ამ პრინციპების დაცვას მთელ მსოფლიოში. ამავე დროს, მილერმა გამოხატა თავისი გაგება იმ სიტუაციის შესახებ, რომელშიც თავად მონღოლეთი აღმოჩნდა - "ბევრად პატარა ქვეყანა ორ მეზობელს შორის", რუსეთსა და ჩინეთს შორის. ამ კონტექსტში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მონღოლეთის მხარდაჭერას. თუმცა, მილერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანამ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.