თეგი: ნარკოტიკი
მექსიკაში, საკატეკასის შტატის 2 სხვადასხვა ქალაქში, 16 ადამიანის ცხედარი იპოვეს
ცენტრალურ მექსიკაში, საკატეკასის შტატის 2 სხვადასხვა ქალაქში, 16 ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს. ოფიციალური ინფორმაციით, 10 ცხედარი ქალაქ ფრესნილოში, 6 კი პანფილო ნატერაში აღმოაჩინეს. სამართალდამცველები დანაშაულის ორივე ადგილზე მუშაობენ. საკატეკასის შტატი ნარკოტიკებით მოვაჭრე ორი ჯგუფის დაპირისპირების ადგილია. ნარკოკარტელები ერთმანეთს აშშ-ის შავ ბაზარზე ნარკოტიკის გასატანი მარშრუტების გამო ებრძვიან.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1967 წელს დაბადებული თ.ლ., 1972 წელს დაბადებული ა.მ., 1986 წელს დაბადებული მ.ჩ., 1977 წელს დაბადებული ი.ბ., 1975 წელს დაბადებული ზ.ლ., 1982 წელს დაბადებული დ.ჯ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1990 წელს დაბადებული გ.ა., 1980 წელს დაბადებული კ.ბ. (მეტსახელად „კოკინიჩი“), 1984 წელს დაბადებული გ.ს. (მეტსახელად „ლისოვიჩი“), 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ფ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული ა.ჩ., 1982 წელს დაბადებული ს.გ. და 1981 წელს დაბადებული თ.მ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“, „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, „ალფა პვპ“ და „ბუპრენორფინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას და გასაღების მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. მხოლოდ მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პოლიციამ სამ კილოგრამამდე „კოკაინის“ საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ს.კ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – სამ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ს.კ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, – აცხადებენ შსს-ში.
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს. შსს-ს ცნობით, ნარკოტიკების განადგურების პროცესს სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ესწრებოდნენ. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 2 მილიონ-ნახევარ ლარს შეადგენს: 2 553 აბი „სუბუტექსი“; 2 627,87 გრ „კოკაინი“; 1 368 გრამი „ჰეროინი“; 94 გრ. „მეტადონი“; 53,065 კგ „მარიხუანა“; 753 კგ. „კანაფი“; „ამფეტამინის“ შემცველი 352 აბი; 67 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება; 1 050 ცალი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფირფიტის ნაჭრები; „პრეგაბალინის“ შემცველი 1 144 კაფსულა. შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები მაღალტემპერატურულ ღუმელში, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით გაანადგურეს.
ესპანეთში პოლიციამ 15,4 ტონა მაროკოული ჰაშიში ამოიღო და 49 ადამიანი დააკავა
ესპანეთში პოლიციამ 15,4 ტონა მაროკოული ჰაშიში ამოიღო და 49 ადამიანი დააკავა. "სამართალდამცველებმა ქვეყანაში ნარკოტიკების კონტრაბანდის უმსხვილესი ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ყოველთვიურად ჩრდილოეთ აფრიკიდან პირენეს ნახევარკუნძულზე 19,7 ტონა ჰაშიშს შემოჰქონდა", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, ნარკოტიკების გარდა, სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ჯ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (SUBOXONE) - 31 აბი აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა. „სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა საქართველოს 2 მოქალაქე ნ.ვ. და ხ.გ. აღნიშნული მოქალაქეების, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და ბარგის, დათვალიერების შედეგად, 608 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი მეტადონი და 112 კაფსულა პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალება (აღნიშნული აკრძალული მედიკამენტები სპეციალურ შეფუთვებში იყო დაფასოებული) აღმოაჩინეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს: 2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა
2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან არცერთი არ იყო არასრულწლოვანი, ხოლო 32 მათგანი ქალია. დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, იანვარ-მარტში, ყველაზე მეტი 754 მამაკაცი 25-44 ასაკობრივი კატეგორიიდან შეამოწმა, საიდანაც 574-ს ნარკოლოგიური თრობა დაუდასტურდა. რაც შეეხება ქალების შემოწმების შედეგებს, 32 ქალიდან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 13 მათგანს ჰქონდა. რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოლოგიურ თრობაზე 5052 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 3631-ს დაუდასტურდა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 4225 პირი შეამოწმეს, ნარკოტიკული თრობა 2689-ს დაუდასტურდა. შემოწმებულ პირთაგან 71 ქალი იყო, მათ შორს, ნარკოტიკული თრობა 17 ქალს დაუდასტურდა. რაც შეეხება არასრულწლოვანებს, 2021 წლის განმავლობაში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 30 არასრულწლოვანი შეამოწმეს, მათ შორის 28 ბიჭი და 2 გოგო, აქედან ნარკოტიკული თრობა 19-ს აქვს დადასტურებული 17 - ბიჭს და 2 - გოგოს.
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს. „კერძოდ, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ი. რომლის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსისა და იქ განთავსებული ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში აღმოჩენილი იქნა 2 128 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი ლირიკა. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში. ახალი ზელანდიისა და საქართველოს მოქალაქეების (ა.დ.-ს და ნ.დ.) კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა, საერთო ჯამში 29 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.