ცენტრალურ მექსიკაში, საკატეკასის შტატის 2 სხვადასხვა ქალაქში, 16 ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
ოფიციალური ინფორმაციით, 10 ცხედარი ქალაქ ფრესნილოში, 6 კი პანფილო ნატერაში აღმოაჩინეს. სამართალდამცველები დანაშაულის ორივე ადგილზე მუშაობენ.
საკატეკასის შტატი ნარკოტიკებით მოვაჭრე ორი ჯგუფის დაპირისპირების ადგილია. ნარკოკარტელები ერთმანეთს აშშ-ის შავ ბაზარზე ნარკოტიკის გასატანი მარშრუტების გამო ებრძვიან.