ესპანეთში პოლიციამ 15,4 ტონა მაროკოული ჰაშიში ამოიღო და 49 ადამიანი დააკავა.
"სამართალდამცველებმა ქვეყანაში ნარკოტიკების კონტრაბანდის უმსხვილესი ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ყოველთვიურად ჩრდილოეთ აფრიკიდან პირენეს ნახევარკუნძულზე 19,7 ტონა ჰაშიშს შემოჰქონდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, ნარკოტიკების გარდა, სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.