თეგი: ნიდერლანდების პრემიერი
მარკ რუტე: ევროკავშირის ქვეყნები რუსულ ნავთობსა და გაზზე ძალიან არიან დამოკიდებულები
"ევროკავშირის ქვეყნები რუსულ ნავთობსა და გაზზე ძალიან არიან დამოკიდებულები და მოკლე დროში ამ დამოკიდებულებაზე უარის თქმა არ შეუძლიათ", - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს. „ევროპის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში ძალიან ბევრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჯერ კიდევ მთლიანად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, გაზზე დამოკიდებულება კი კიდევ უფრო უარესია. ჩვენ უნდა შევამციროთ ეს დამოკიდებულება. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ხვალ ამას ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა რუტემ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერს: ევროკავშირში უკრაინის ადგილი თუ არ არის, მკაფიოდ თქვით
ევროკავშირში უკრაინის ადგილი თუ არ არის, თქვით ეს მკაფიოდ, – უკრაინული მედიის ცნობით, გამოცემა Nieuwsuur-ს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა, რომ ასე მიმართა ნიდერლანდების პრემიერს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ესაუბრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს. „მარკთან გულწრფელი ვიყავი. მე მას ასეთი რამ ვუთხარი: გმადლობთ გამოსვლისთვის. თქვენ ნამდვილად გვეხმარებით და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. მაგრამ, რაც შეეხება ევროკავშირს, თქვენ დუმდით ყველაფერზე, რისი მოსმენაც ჩვენ გვინდოდა. მე მას ძალიან გულწრფელად ვუთხარი: თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი არ არის ევროკავშირში, მაშინ ეს მკაფიოდ უნდა თქვათ. კანდიდატის სტატუსით უკრაინა მიიღებდა სიგნალს, რომელიც მას რუსეთთან ბრძოლაში გააძლიერებდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნიდერლანდების მოსახლეობის 62% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ამიტომ წევრობას მხარი პოლიტიკოსებმაც უნდა დაუჭირონ, რადგან მათ ხალხი ირჩევს", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მარკ რუტემ განაცხადა, რომ იმის ალბათობა, უკრაინა უახლოეს მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, არცთუ ისე მაღალია.