"ევროკავშირის ქვეყნები რუსულ ნავთობსა და გაზზე ძალიან არიან დამოკიდებულები და მოკლე დროში ამ დამოკიდებულებაზე უარის თქმა არ შეუძლიათ", - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს.
„ევროპის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში ძალიან ბევრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჯერ კიდევ მთლიანად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, გაზზე დამოკიდებულება კი კიდევ უფრო უარესია. ჩვენ უნდა შევამციროთ ეს დამოკიდებულება. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ხვალ ამას ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა რუტემ.