თეგი: ოპერატიული სარდლობა
ოპერატიული სარდლობა: უკრაინელმა სამხედროებმა მტრის ორი საბრძოლო საცავი გაანდაგურეს
უკრაინული მხარის განცხადებით, „გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 35 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს, ასევე, 11 ერთეული მტრის ტექნიკა და ორი საბრძოლო საცავი“. „სამხრეთ რეგიონის საომარ ზონაში ვითარება კვლავ რთულია, თუმცა კონტროლირებადი. მტერი აგრძელებს საომარი მოქმედებების წარმოებას ოკუპირებული თავდაცვის ხაზების გასწვრივ. შეჭრილი ძალების შემადგენლობასა და პოზიციებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ხმელეთზე წარმატებას ვერ მიაღწიეს, რუსები აქტიურობდნენ საჰაერო დაზვერვით, ასევე სხვადასხვა საჰაერო თავდასხმის საშუალებების გამოყენებით, ნათქვამია განცხადებაში. მიისვე თანახმად, მთელი დღის განმავლობაში მოწინააღმდეგე უპილოტო თვითმფრინავების, შვეულმფრენების და გამანადგურებელი ბომბდამშენის გამოყენებით ურტყამდა შეიარაღებული ძალების პოზიციებს. „საღამოს საათებში მტერმა ნიკოპოლის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მი-24 ვერტმფრენით გაშვებული უმართავი რაკეტებით შეუტია. დაინგრა ერთი შენობა; მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. უკრაინის რეაქტიული საარტილერიო დანაყოფების მიერ მიყენებული რუსული დანაკარგები დადასტურებულია: 35 პერსონალი, ჰაუბიცა Msta-B, თვითმავალი საარტილერიო იარაღი ნონა, ცხრა ჯავშანმანქანა და სატვირთო მანქანა. საბრძოლო მასალის ორი საწყობი დუდჩანში და დავიდივ ბრიდში. ასევე, საველე მომარაგების პუნქტი ვოსკრესენსკში. „მტრის ფლოტის 11 კაციანი საზღვაო ჯგუფი რჩება ყირიმის სანაპიროსთან ახლოს, ხოლო სამი რაკეტამზიდი, რომელთაგან ერთი წყალქვეშა ნავია, მზადყოფნაში ინახავს 2 ათეულ კალიბრის ტიპის რაკეტას“, - აღნიშნავს სარდლობა. მისივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვლიდან 27 აგვისტომდე, 46 500 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.
ოპერატიული სარდლობა: უკრაინის ძალები სამხრეთის ფრონტზე წინსვლას განაგრძობენ
უკრაინელი სამხედროები სამხრეთის ფრონტზე წინსვლას და პოზიციების კონსოლიდაციას განაგრძობენ. ოპერატიული სარდლობის ცნობით, მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები, რასაც ჯარების წინსვლა და ტერიტორიების კონსოლიდაცია მოჰყვება. „მტერი უპირატესობას ანიჭებს კონტრშეტევას, ცდილობს, თავიდან აიცილოს პირდაპირი კონტაქტი. მტერი განიცდის დანაკარგებს და უკან იხევს", - იტყობინება ოპერატიული სარდლობა. გასული დღის განმავლობაში მტერმა 20 საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის პოზიციებზე. საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს მტრის პოზიციებს კახოვკასა და პრიდნიპროვსკის მახლობლად, აგრეთვე საბრძოლო მასალის საცავებს ქალაქ ხერსონის გარშემო და მის მახლობლად. კერძოდ, ნოვა კახოვკის მიდამოში კიდევ ერთი საბორნე გადასასვლელი დაზიანდა. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მტრის საბრძოლო მასალის სამი საცავი მიკოლაივის, ხერსონისა და ბერისლავის რაიონებში. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შაბათს საღამოს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სექტემბრის დასაწყისიდან უკვე გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 2000 კილომეტრი რუსი დამპყრობლებისგან.