უკრაინელი სამხედროები სამხრეთის ფრონტზე წინსვლას და პოზიციების კონსოლიდაციას განაგრძობენ.
ოპერატიული სარდლობის ცნობით, მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები, რასაც ჯარების წინსვლა და ტერიტორიების კონსოლიდაცია მოჰყვება.
„მტერი უპირატესობას ანიჭებს კონტრშეტევას, ცდილობს, თავიდან აიცილოს პირდაპირი კონტაქტი. მტერი განიცდის დანაკარგებს და უკან იხევს", - იტყობინება ოპერატიული სარდლობა.
გასული დღის განმავლობაში მტერმა 20 საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის პოზიციებზე.
საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს მტრის პოზიციებს კახოვკასა და პრიდნიპროვსკის მახლობლად, აგრეთვე საბრძოლო მასალის საცავებს ქალაქ ხერსონის გარშემო და მის მახლობლად.
კერძოდ, ნოვა კახოვკის მიდამოში კიდევ ერთი საბორნე გადასასვლელი დაზიანდა.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მტრის საბრძოლო მასალის სამი საცავი მიკოლაივის, ხერსონისა და ბერისლავის რაიონებში. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შაბათს საღამოს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სექტემბრის დასაწყისიდან უკვე გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 2000 კილომეტრი რუსი დამპყრობლებისგან.