უკრაინული მხარის განცხადებით, „გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 35 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს, ასევე, 11 ერთეული მტრის ტექნიკა და ორი საბრძოლო საცავი“.
„სამხრეთ რეგიონის საომარ ზონაში ვითარება კვლავ რთულია, თუმცა კონტროლირებადი. მტერი აგრძელებს საომარი მოქმედებების წარმოებას ოკუპირებული თავდაცვის ხაზების გასწვრივ. შეჭრილი ძალების შემადგენლობასა და პოზიციებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ხმელეთზე წარმატებას ვერ მიაღწიეს, რუსები აქტიურობდნენ საჰაერო დაზვერვით, ასევე სხვადასხვა საჰაერო თავდასხმის საშუალებების გამოყენებით, ნათქვამია განცხადებაში.
მიისვე თანახმად, მთელი დღის განმავლობაში მოწინააღმდეგე უპილოტო თვითმფრინავების, შვეულმფრენების და გამანადგურებელი ბომბდამშენის გამოყენებით ურტყამდა შეიარაღებული ძალების პოზიციებს.
„საღამოს საათებში მტერმა ნიკოპოლის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მი-24 ვერტმფრენით გაშვებული უმართავი რაკეტებით შეუტია. დაინგრა ერთი შენობა; მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინის რეაქტიული საარტილერიო დანაყოფების მიერ მიყენებული რუსული დანაკარგები დადასტურებულია: 35 პერსონალი, ჰაუბიცა Msta-B, თვითმავალი საარტილერიო იარაღი ნონა, ცხრა ჯავშანმანქანა და სატვირთო მანქანა. საბრძოლო მასალის ორი საწყობი დუდჩანში და დავიდივ ბრიდში. ასევე, საველე მომარაგების პუნქტი ვოსკრესენსკში.
„მტრის ფლოტის 11 კაციანი საზღვაო ჯგუფი რჩება ყირიმის სანაპიროსთან ახლოს, ხოლო სამი რაკეტამზიდი, რომელთაგან ერთი წყალქვეშა ნავია, მზადყოფნაში ინახავს 2 ათეულ კალიბრის ტიპის რაკეტას“, - აღნიშნავს სარდლობა.
მისივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვლიდან 27 აგვისტომდე, 46 500 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.