თეგი: ოსლო

ნორვეგიაში ჩასვლის შემდეგ, „თალიბანის“ დელეგაციის შემადგენლობიდან, ქალებმა თავშესაფარი მოითხოვეს

„თალიბანის“ დელეგაციის შემადგენლობიდან, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩავიდა, ქალებმა თავშესაფარი მოითხოვეს. ამის შესახებ Twitter-ზე „თალიბანის“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი ჰაირულა შინვარი წერს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის დირექტორის, შაფი აზამის განცხადებით, ქალები ხშირად მანიპულირებენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებით, რათა უცხოეთში თავშესაფარი მიიღონ. მისივე თქმით, ასეთი ქალები პირადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ ქვეყანას დისკრედიტაციას უწევენ. „თალიბანის“ დელეგაცია ოსლოში იანვრის ბოლოს იმყოფებოდა, როდესაც ნორვეგიის დედაქალაქმა ავღანელი პოლიტიკოსების მოლაპარაკებებს უმასპინძლა.

ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ნორვეგიის პოლიციის განცხადებით, ოსლოში აშშ-ის საელჩოსთან ღამით მომხდარი აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს. კვირას, გამთენიისას მომხდარი აფეთქების შემდეგ ნორვეგიის დედაქალაქში საელჩოს მცირე დაზიანება მიადგა, თუმცა არავინ დაშავებულა. ნორვეგიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი კონტაქტზე არიან ამერიკელ დიპლომატებთან და ინციდენტის გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ინფორმაციას უკვე ფლობენ მომხდარის შესახებ.“ გამოძიების დასრულებამდე პოლიცია არ აკეთებს კომენტარს იმის შესახებ, თუ რა აფეთქდა. აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, საკონსულო განყოფილების შესასვლელთან მოხდა. Reuters-ი წერს, რომ ეს შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში არსებულ კრიზისთან დაკავშირებული განზრახ თავდასხმა ყოფილიყო.