ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ნორვეგიის პოლიციის განცხადებით, ოსლოში აშშ-ის საელჩოსთან ღამით მომხდარი აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს. კვირას, გამთენიისას მომხდარი აფეთქების შემდეგ ნორვეგიის დედაქალაქში საელჩოს მცირე დაზიანება მიადგა, თუმცა არავინ დაშავებულა.


ნორვეგიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი კონტაქტზე არიან ამერიკელ დიპლომატებთან და ინციდენტის გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ინფორმაციას უკვე ფლობენ მომხდარის შესახებ.“


გამოძიების დასრულებამდე პოლიცია არ აკეთებს კომენტარს იმის შესახებ, თუ რა აფეთქდა. აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, საკონსულო განყოფილების შესასვლელთან მოხდა.


Reuters-ი წერს, რომ ეს შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში არსებულ კრიზისთან დაკავშირებული განზრახ თავდასხმა ყოფილიყო.