ნორვეგიაში ჩასვლის შემდეგ, „თალიბანის“ დელეგაციის შემადგენლობიდან, ქალებმა თავშესაფარი მოითხოვეს

„თალიბანის“ დელეგაციის შემადგენლობიდან, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩავიდა, ქალებმა თავშესაფარი მოითხოვეს. ამის შესახებ Twitter-ზე „თალიბანის“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი ჰაირულა შინვარი წერს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის დირექტორის, შაფი აზამის განცხადებით, ქალები ხშირად მანიპულირებენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებით, რათა უცხოეთში თავშესაფარი მიიღონ. მისივე თქმით, ასეთი ქალები პირადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ ქვეყანას დისკრედიტაციას უწევენ.

„თალიბანის“ დელეგაცია ოსლოში იანვრის ბოლოს იმყოფებოდა, როდესაც ნორვეგიის დედაქალაქმა ავღანელი პოლიტიკოსების მოლაპარაკებებს უმასპინძლა.