თეგი: რადა
იჩქერიის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, უკრაინის რადაში დადგენილების პროექტი შევიდა
უკრაინის რადაში შევიდა დადგენილების პროექტი, რომელიც არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობის ცნობას ითვალისწინებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფრაქციათაშორის ჯგუფის „თავისუფალი კავკასიისთვის" დამფუძნებელი, უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი ჰონჩარენკო ავრცელებს. პროექტის თანაავტორია ამავე ჯგუფის წევრი, უკრაინის სახალხო დეპუტატი მუსა მაგომედოვი. „რუსეთმა ორი ომის დროს მოაწყო მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა, რომლის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა ქალაქები გროზნო და არღუნი (როგორც მარიუპოლი, სევეროდონეცკი და უკრაინის ათობით სხვა ქალაქი)... იჩქერიის მებრძოლები უკვე ეხმარებიან უკრაინას ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში რუსეთთან ომში. ამიტომ მოვუწოდებთ კოლეგებს, რაც შეიძლება მალე მივიღოთ ეს რეზოლუცია და შევთავაზოთ უკრაინის პრეზიდენტს აღიაროს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობა", - წერს ჰონჩარენკო Facebook-ზე. მან ასეთი მიმართვა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოებსაც გაუგზავნა.
რადაში, უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის ეკლესიის საქმიანობის აკრძელვაზე, კანონპროექტი შევიდა
უმაღლეს რადაში შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა იკრძალება. კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია კანონპროექტის ინიციატორია, სახალხო დეპუტატი ნიკოლაი კნიაჟიცკი. „კანონპროექტის მიზანია, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა, რადგან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, ღია ანტიუკრაინულ, დივერსიულ აქტივობებსა და მხარს უჭერდა კრიმინალური რუსული რეჟიმის ყველა ქმედებას“, - განაცხადა სახალხო დეპუტატმა, ირინა ფრიზმა. კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს მისივე თქმით, მართლმადიდებლური რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში, ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიისა და უკრაინის სახელმწიფოსთვის მინიჭებული საპატრიარქო და სინოდალური ტომოსის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, კიევ-პეჩორის ლავრაში და ეკლესიებში ჩხრეკა ჩაატარა. ლავრის ტერიტორიაზე ჩხრეკისას აღმოჩენილია რუსული პროპაგანდისტული მასალები და ნაღდი ფული. გარდა ამისა, იქ აღმოაჩინეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.
ნებისმიერ კონტინენტზე, როცა ხედავენ ლურჯსა და ყვითელს, იციან, რომ თავისუფლებაზეა საუბარი - ვოლოდიმირ ზელენსკი
ჩვენი ერთიანობის წყალობით, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისიც თითქმის არავის სჯეროდა მსოფლიოში. თითქმის არავინაა ჩვენს გარდა. უკრაინა გახდა ერთ-ერთი გლობალური ლიდერი, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში, რადაში სიტყვით გამოსვლისა და დეპუტატებისთვის მიმართვისას. „ჩვენი ეროვნული ფერები დღეს მთელი მსოფლიოს სიმამაცისა და შეუდრეკლობის საერთაშორისო სიმბოლოა. ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ კონტინენტზე, ლურჯსა და ყვითელს რომ ხედავენ, იციან, რომ თავისუფლებაზეა საუბარი. ადამიანებზე, ვინც არ დანებდა, ვინც გაუძლო, ვინც მსოფლიო გააერთიანა და ვინც მოიგებს. მადლობა უკრაინას, მსოფლიოს სჯერა, რომ ღირებულებები ძალას იძლევა. ეს რწმენა გაჩნდა ჩვენი ბრძოლის შემდეგ. მსოფლიო დარწმუნდა რომ ტირანია დამარცხდება. მივყვებით ჩვენს რწმენას. მსოფლიომ დაინახა, რომ თავისუფლება შეიძლება იყოს გამარჯვებული. მივყვებით ჩვენს მიღწევებს ბრძოლის ველზე. ეს აუცილებლად მოხდება, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცახდა ზელენსკიმ.