ჩვენი ერთიანობის წყალობით, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისიც თითქმის არავის სჯეროდა მსოფლიოში. თითქმის არავინაა ჩვენს გარდა. უკრაინა გახდა ერთ-ერთი გლობალური ლიდერი, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში, რადაში სიტყვით გამოსვლისა და დეპუტატებისთვის მიმართვისას.
„ჩვენი ეროვნული ფერები დღეს მთელი მსოფლიოს სიმამაცისა და შეუდრეკლობის საერთაშორისო სიმბოლოა. ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ კონტინენტზე, ლურჯსა და ყვითელს რომ ხედავენ, იციან, რომ თავისუფლებაზეა საუბარი. ადამიანებზე, ვინც არ დანებდა, ვინც გაუძლო, ვინც მსოფლიო გააერთიანა და ვინც მოიგებს.
მადლობა უკრაინას, მსოფლიოს სჯერა, რომ ღირებულებები ძალას იძლევა. ეს რწმენა გაჩნდა ჩვენი ბრძოლის შემდეგ. მსოფლიო დარწმუნდა რომ ტირანია დამარცხდება. მივყვებით ჩვენს რწმენას. მსოფლიომ დაინახა, რომ თავისუფლება შეიძლება იყოს გამარჯვებული. მივყვებით ჩვენს მიღწევებს ბრძოლის ველზე. ეს აუცილებლად მოხდება, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცახდა ზელენსკიმ.