უმაღლეს რადაში შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა იკრძალება.
კანონპროექტის ინიციატორია, სახალხო დეპუტატი ნიკოლაი კნიაჟიცკი.
„კანონპროექტის მიზანია, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა, რადგან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, ღია ანტიუკრაინულ, დივერსიულ აქტივობებსა და მხარს უჭერდა კრიმინალური რუსული რეჟიმის ყველა ქმედებას“, - განაცხადა სახალხო დეპუტატმა, ირინა ფრიზმა.
მისივე თქმით, მართლმადიდებლური რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში, ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიისა და უკრაინის სახელმწიფოსთვის მინიჭებული საპატრიარქო და სინოდალური ტომოსის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, კიევ-პეჩორის ლავრაში და ეკლესიებში ჩხრეკა ჩაატარა. ლავრის ტერიტორიაზე ჩხრეკისას აღმოჩენილია რუსული პროპაგანდისტული მასალები და ნაღდი ფული. გარდა ამისა, იქ აღმოაჩინეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.