თეგი: რაფაელ გროსი
BBC: IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 3 სექტემბრამდე დარჩება
BBC ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ზოგი ექსპერტი ქარხანაში 3 სექტემბრამდე დარჩება. მისია ამის შემდეგ ტერიტორიაზე მუდმივი სადამკვირვებლო მისიის ყოფნის საკითხს განიხილავს. „ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვიზიტს ზაპოროჟიეს სადგურზე, რომელსაც ასე დიდხანს ველოდით. ახლახან დავასრულე პირველი ტური სადგურის მნიშვნელოვან ადგილებში, რომელთა ნახვაც გვსურდა პირველი შესვლის დროს. ცხადია, აქ მეტია გასაკეთებელი. ჩემი გუნდი ადგილზე რჩება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ აქ მუდმივ ყოფნას გავუწევთ ორგანიზებას“, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა. IAEA-ს ექსპერტები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არიან კომენტარი გაკეთდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდანაც. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ პირველ სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ორსაათნახევარი გაატარა, რაც საკმარისი არ იყო ორგანიზაციის ინსპექტორებისთვის, რომ ბირთვულ ობიექტზე ვითარება სრულად შეეფასებინათ. მისი თქმით, მისია ზაპოროჟიეში ჩასული იყო, რათა შეემოწმებინა, არის თუ არა რაიმე საფრთხე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მხრივ. „ასე რომ, უცნაურია, რომ ის იქ მხოლოდ ორი საათის განმავლობაში დარჩა“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
IAEA ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში მიიღებს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 12-კაციანი ჯგუფიდან, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ექვსი ექსპერტი დარჩა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიზიტის შედეგები პარასკევს საღამოს, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, ვენის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. რაფაელ გროსის თქმით, უკრაინული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს ორი ექსპერტი მუდმივად დარჩება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჟურნალისტები არ შეუშვეს გროსის თქმით, დანარჩენი ოთხი ექსპერტი ქარხანას მომავალ კვირას დატოვებს. ამ პროცესების პარალელურად, უკრაინის გენშტაბმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედრო ტექნიკა გაიტანეს და სხვა ტერიტორიაზე გადაანაწილეს. გროსი მიიჩნევს, რომ მათი ყოფნა ქარხანაში საშუალებას მისცემს სააგენტოს, ატომური ელექტროსადგურიდან ინფორმაცია უწყვეტად მიიღოს. როგორც ცნობილია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით უკრაინაში პირველ სექტემბერს ჩავიდა. ZNPP, ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური, რუსმა სამხედროებმა 4 მარტს დაიკავეს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მას შემდეგ ოკუპანტებმა სადგურის ადგილზე სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა განათავსეს, ასევე, დაბომბეს მიმდებარე ტერიტორია. გაერომ, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს სამხედრო ტექნიკა და პერსონალი ბირთვული ობიექტიდან. CNN: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამსახველ სატელიტურ ფოტოებზე რუსული ჯავშანტრანსპორტიორები ჩანს უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ IAEA-ს პირველადი შეფასება ცნობილია ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.
IAEA: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გარე ქსელიდან გაითიშა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე კვების ქსელიდან გათიშვის გამო, შეშფოთებულია. „დღეს დილით, ჩვენმა გუნდმა, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე იმყოფება, მაცნობა, რომ ატომური ელექტროსადგური გარე კვების ქსელიდან 5 დღეში მეორედ გაითიშა. სარეზერვო დიზელ-გენერატორები, ამ დროისთვის ელექტროსადგურის ატომური და ფიზიკური უსაფრთხოების ფუნქციას, ელექტროენერგიის მიწოდების შედეგად უზრუნველყოფენ“, - დაწერა გროსმა Twitter-ზე. IAEA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის გარე კვების განმეორებითი დაკარგვა ღრმა შეშფოთებას იწვევს". გროსის განცხადებით, ტერიტორიის ირგვლივ ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის ზონის შექმნა, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი სოჭში პუტინს შეხვდა
IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ სოჭში შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რათა განეხილათ რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხები. ამის შესახებ გროსიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. შეხვედრის სხვა დეტალები არ გახმაურებულა. გროსიმ შეხვედრას „მნიშვნელოვანი“ უწოდა. მისივე თქმით, განხილულ საკითხებს შორის იყო სხვა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ „გლობალური გამოწვევები.“ უკრაინის ომის გამო, ატომური ენერგიის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა - გროსი
რაფაელ გროსი: ირანს ატომური ბომბის შექმნამდე კვირები აშორებს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანს ატომური ბომბის შესაქმნელად გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობის ფლობამდე კვირები და არა თვეები აშორებს. მისი შეფასებით, „მიუხედავად იმისა, რომ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ირანში ურანის გამდიდრების დონემ თითქმის მიაღწია ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონეს, არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ირანს უკვე აქვს ასეთი იარაღი.“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მოქმედი ბირთვული ქობინის შექმნა, გამდიდრებული ურანის წარმოების გარდა, მოითხოვს „ბევრ სხვა რამეს“ - მაგალითად, დატესტვას. როგორც რაფაელ გროსი აღნიშნავს, ირანის მტკიცება, რომ ქვეყანას ბირთვული ტექნოლოგია სამედიცინო და სამოქალაქო მიზნებისთვის სჭირდება, დამატებით კითხვებს აჩენს. „მაგალითად, რატომაა საჭირო ამ მიზნებისათვის გამდიდრებული ურანის „ასეთი მოცულობა“ და მისი წარმოების „ასეთი სიჩქარე“?“ - აღნიშნა გროსიმ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანელი კოლეგიების საქმიანობასთან წვდომის საჭირო დონე არ აქვს. ჟურნალისტის კითხვას, შეიძლება თუ არა ის, რომ ირანი ეფექტიანად აწარმოებდეს ბირთვულ იარაღს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არ იცის ამის შესახებ, გროსიმ უპასუხა, რომ მას ამაზე სპეკულირება არ შეუძლია. ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოება 60%-მდე გაზარდა - IAEA