თეგი: რომან გოცირიძე
„ქართულ ოცნებას“ გამოეყო კიდევ უფრო ანტიდასავლური ნაწილი, იქნება თავდასხმები ევროპელ პოლიტიკოსებზე - რომან გოცირიძე
„ქართულ ოცნებას“ გამოეყო კიდევ უფრო ანტიდასავლური ნაწილი, იქნება თავდასხმები ევროპელ პოლიტიკოსებზე“,- საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ქართული ოცნებიდან“ და საპარლამენტო თანამდებობებიდან სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლის ფაქტს გამოეხმაურა. სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ „უფრო რადიკალური ნაბიჯები იქნება გადადგმული. ისინი ფარდის ამხდელები არიან. რა ფარდაც ვერ ახადა და ვერ გაბედა ღარიბაშვილმა, მის საქმეს გააკეთებენ. ყვავებს გამოეყვნენ ქორები, თუ შეიძლება ასე ითქვას. ესენი იქნებიან პარლამენტში ბიძინას ხმა. რასაც ფიქრობს ბიძინა გაახმოვანებს ეს ჯგუფი. საქმე ბოლოს იქამდე მივა, რომ თავად ბოლომდე ჩამოხსნიან ნიღაბს და დააჩქარებენ მის სანქცირებას“, - განაცხადა გოცირიძემ. სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ დატოვებაზე: ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე გიორგი ვოლსკი სამი დეპუტატის მიერ„ქართული ოცნების“ დატოვებაზე: მეგობრობა მუდმივია და არ მგონია, ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს, მაგრამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია
რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. Facebook-ის გვერდზე გოცირიძე წერს: „მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა". ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა. მინდა, წარმატებები ვუსურვო „ნაციონალურ მოძრაობას" და ყველა მის მხარდამჭერს. მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის".
რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან
ოპოზიციონერი დეპუტატები, რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ჯგუფის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება. დეპუტატების თქმით, პოლიტიკური ჯგუფი საპარლამენტო მუშაობის თვალსაზრისით აქტიური იქნება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, დეპუტატები ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძე ახალ, 2-წევრიან პოლიტიკურ ჯგუფს „ევროოპტიმისტებს" დაარქმევენ. სახელწოდების შერჩევამდე რომან გოცირიძემ Facebook-ის პირად გვერდზე მოქალაქეებს სთხოვა, სახელწოდების შესარჩევად სხვადასხვა ვერსია დაეწერათ. „ბევრჯერ იყო აქ ნახსენები ევროპა, როგორც დროის სულისკვეთება. დავეყრდენით რა ამ ამოსავალ სიტყვას, შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ ჯგუფს დავარქვათ სახელი ევროოპტიმისტები", - განაცხადა რომან გოცირიძემ. „ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, 31 იანვარს, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებდა. 17 თებერვალს, რომან გოცირიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 23 მარტს კი, ხატია დეკანოიძემ მიიღო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება.