„ქართულ ოცნებას“ გამოეყო კიდევ უფრო ანტიდასავლური ნაწილი, იქნება თავდასხმები ევროპელ პოლიტიკოსებზე“,- საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ქართული ოცნებიდან“ და საპარლამენტო თანამდებობებიდან სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლის ფაქტს გამოეხმაურა.
„უფრო რადიკალური ნაბიჯები იქნება გადადგმული. ისინი ფარდის ამხდელები არიან. რა ფარდაც ვერ ახადა და ვერ გაბედა ღარიბაშვილმა, მის საქმეს გააკეთებენ. ყვავებს გამოეყვნენ ქორები, თუ შეიძლება ასე ითქვას. ესენი იქნებიან პარლამენტში ბიძინას ხმა. რასაც ფიქრობს ბიძინა გაახმოვანებს ეს ჯგუფი. საქმე ბოლოს იქამდე მივა, რომ თავად ბოლომდე ჩამოხსნიან ნიღაბს და დააჩქარებენ მის სანქცირებას“, - განაცხადა გოცირიძემ.
- სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს
- დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ დატოვებაზე: ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე
- გიორგი ვოლსკი სამი დეპუტატის მიერ„ქართული ოცნების“ დატოვებაზე: მეგობრობა მუდმივია და არ მგონია, ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს, მაგრამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია