თეგი: რომეო მიქაუტაძე
საქართველო, შავი ზღვის კაბელის პროექტისთვის, ფსკერის კვლევებზე €30 მილიონს დახარჯავს
საქართველო შავი ზღვის ახალი ელექტროკაბელის მშენებლობისთვის, შავი ზღვის ფსკერის შესწავლას €30 მილიონით დააფინანსებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში განაცხადა. როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს „ჩვენ უნდა შევძლოთ და ადგილობრივი რესურსების გატანა მოვახერხოთ ევროპაში. უფრო მაღალ მსყიდველობით ბაზარზე, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ჩვენ ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას. აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით ასევე ძალიან დიდი როლი ექნება ტრანზიტს. ამ პროექტში წამყვანი როლი აქვს საქართველოს, 2 მილიონი ევრო, რაც საჭირო იყო ტექნიკურ ეკონომიკური კვლევებისთვის, უკვე გადაიხადა საქართველომ და აქ მსოფლიო ბანკის დახმარებაცაა. ასევე ის, რომ ჩვენ ვაპირებთ დაახლოებით 30 მილიონი ევროს ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც დავიწყებთ სკანირებას, რომელზეც უნდა გაიაროს ამ კაბელმა, რათა ფორსირება გავუკეთოთ ამ პროცესს. 2023 წლის ბოლოს იტალიური კომპანია CESI-ისგან გვექნება სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ეს დასაბუთება მოგვცემს ინფორმაციას თუ რა უნდა იყოს საინვესტიციო თანხა, მარშრუტი 1,100 კილომეტრია. აღნიშნული სიგრძის პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, ამის ნახევარი კაბელი არის, მაგარმ ამ სიგრძე არ ყოფილა,"- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ, წერს bm.ge. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.
რატომ შეიძლება თქვას საქართველოს მთავრობამ გაზსაცავის პროექტზე უარი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დიდი ზომის გაზსაცავის პროექტის განხორციელებაზე სავარაუდოდ, უარს იტყვის. მისივე თქმით, ამ პროექტის ნაცვლად, მთავრობა მცირე ზომის გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობაზე მსჯელობს და გაზსაცავის პარალელურად, განიხილება გათხევადებული გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის საკითხიც. Europetime-ს საქართველოს ენერგეტიკული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ექსპერტმა მურმან მარგველაშვილმა განუცხადა, რომ შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტროს ამ განცხადების საფუძველი შესაბამისი კვლევებია. „რადგან ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ეს შეფასება გააკეთა, ალბათ, შესაბამისი კვლევა აქვს. თუმცა მე მივიჩნევდი, რომ საქართველოსთვის გაზსაცავს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და ახლაც აქვს. თუ ხარ სრულად დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, სუსტი ხარ. თუ გინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, შესაბამისი დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების მექანიზმები უნდა შექმნა. რადგან მთავრობა უარს ამბობს დიდი გაზსაცავის პროექტზე, იმედია, რომ აქვთ შესაბამისი დასაბუთება“, - ამბობს მურმან მარგველაშვილი. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ გაზსაცავის პროექტის მშენებლობის დაფინანსებას საქართველოს მთავრობა რამდენიმე დონორისგან, მოზიდული ფულით აპირებდა. ცნობილია, რომ 2018 წელს გაფორმდა €150 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო შეთანხმება KFW-სთან. თუმცა, პანდემიის პერიოდში ამ თანხიდან €120 მილიონი მთავრობამ მიმდინარე ხარჯებზე გადაამისამართა და პროექტისთვის მხოლოდ €30 მილიონი დატოვა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, €30 მილიონი სეისმური კვლევებისა და დასაბუთებისთვის საკმარისი იყო, თუმცა ახალ რეალობაში [უკრაინის ომის ფონზე] ამხელა გაზსაცავი შესაძლოა, საქართველოსთვის აღარ იყოს საჭირო. „იმისთვის, რომ ქვეყნის გაზმომარაგება მოხდეს ორი თვის ვადით, ეს შესაძლოა, უფრო მცირე გაზსაცავით და LNG ტერმინალით განხორციელდეს, რომლის პროექტმაც მნიშვნელობა უკვე შეიძინა. რუმინეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი - ეს დერეფანი ამ კუთხით შეიძლება, საინტერესო იყოს. ჩვენ ამ ალტერნატივებიდან გამომდინარე დონორ ორგანიზაციებსა და მათ საკონსულტაციო კომპანიებს ვკითხეთ, იქნებ, რამე ალტერნატივა იყოს. ეს უფრო მოქნილი, სწორი და იაფიც იქნება“, - აცხადებს მიქაუტაძე. მისივე თქმით, საქართველოს არ აქვს იმხელა რესურსი, რომ ნახევარი მილიარდი ევრო გაზსაცავში მშენებლობაში დახარჯოს. საქართველოს მთავრობა რომ აზერბაიჯათან პარტნიორობით, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე მუშაობს, ამის შესახებ 2022 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. „ცნობილია, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, 2015 წელს განიხილავდნენ, ერთობლივ პროექტს, რომლის თანახმადაც, კასპიის ზღვიდან მოპოვებული გაზი, ევროპას საქართველოს გავლით უნდა მიეღო. ჩვენს ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო გაზის გათხევადება და განხორციელებულიყო ექსპორტი რუმინეთში. სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში, ევროპა დაინტერესებულია მიწოდების ალტერნატიული წყაროებით. „ამიტომ, ეს პროექტი, 2022 წელს უფრო მეტად აქტუალური გახდა“. შეგახსენებთ, რომ პროექტ AGRI-ს თანახმად, რომლის განხორციელებაც 2015 წელს იგეგმებოდა, აზერბაიჯანული გაზი გაზსადენის მეშვეობით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ტერმინალს უნდა მიეღო, სადაც მისი გათხევადება უნდა მომხდარიყო. კონსტანცაში ტრანსპორტირების შემდეგ, გათხევადებული გაზს კვლავ ბუნებრივ აირად გარდაქმნიდნენ, რის შემდეგაც, არსებული გაზსადენებით, მისი ევროპაში ექსპორტი მოხდებოდა. პროექტის რეალიზაცია ორ ეტაპად უნდა მომხდარიყო, რაც ითვალისწინებდა 2 მილიარდი კუბური მეტრიდან 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. წინასწარი მონაცემებით, პროექტის ღირებულება 1,2 მილიარდიდან 4,5 მილიარდ ევრომდე შეადგენდა. კონკრეტულად, ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე რა ბერკეტებს დაკარგავს საქართველო გაზსაცავის გარეშე და რა ეფექტს მოიტანს გათხევადებული გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობა? Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განუცხადა, რომ დღეს გაზსაცავის მშენებლობის ფასები, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საკმაოდაა გაზრდილი, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. „გაზსაცავი სჭირდება ყველას. ძალიან მნიშვნელოვანია და სტრატეგიულია, განსაკუთრებით მოხმარების გრაფიკებისათვის. თვითონ გაზსაცავის იდეა ხელს უწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. რომ გადავიდეთ ეკონომიკურ მხარეზე, აქ უკვე გათვლებია - რა ჯდება ამ პროექტის განხორციელება. ალტერნატივად გაზის გათხევადებული ტერმინალის მოწყობა საკმაოდ კარგი პროექტია. ვფიქრობ, ამასაც შეუძლია გაზსაცავის ჩანაცვლება. აქ მთავარია ეკონომიკური გათვლები“, - ამბობს არაბიძე. ამ დრომდე არსებული გათვლებით, გაზსაცავის პროექტის საინვესტიციო ღირებულება $250 მლნ-ს აღემატებოდა, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) კრედიტებით უნდა დაფინანსებულიყო. სამშენებლო სამუშაო სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე იყო დაგეგმილი. არსებული პროექტის მიხედვით, გაზსაცავში 300 მლნ კუბური მეტრი გაზის შენახვაა შესაძლებელი.
ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე რომეო მიქაუტაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მიქაუტაძე აქამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და ენერგეტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. „რომეო მიქაუტაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი (1999-2003 წწ) და დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია (2003-2004 წწ). 2004 -2005 -წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს „თბილსერვისჯგუფის" დირექტორის პოსტი ეკავა. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა საჯარო უწყებებსა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ენერგოკომპანიებში, ასევე შემდეგ ჰიდროელექტროსადგურებში: „ვარციხე ჰესების კასკადი", „ზაჰესი", „ხრამჰესები" „ჩხოროწყუჰესი" და სხვა. 2017–2018 წლებში რომეო მიქაუტაძეს ეკავა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ენერგეტიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების შერწყმის შედეგად გაერთიანებულ სამინისტროში კი მინისტრის მოადგილის თანამდებობები. 2018–2019 წლებში კი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის და შემდგომ შპს „ენერგოტრანსის" ხელმძღვანელის პოზიციებზე საქმიანობდა. რომეო მიქაუტაძეს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტისთვის - 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ჯახუნდერი-მესტიის მშენებლობისთვის“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა - მიქაუტაძე
მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა, მზარდი მოხმარების გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ. მინისტრის პირველმა მოადგილემ მოხსენება გააკეთა პანელზე „Global Ministerial Dialoues”, რომლის დროსაც განიხილებოდა გლობალური ენერგეტიკისა და კომუნალური ინდუსტრიების სამომავლო განვითარების მიმართულებები. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ტრადიციული განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების პარალელურად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების კუთხით. აგრეთვე, მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ენერგიის შემნახველი ბატარეებისა და სხვა სისტემების გამოყენებაზე, რომლებიც ხელს უწყობს განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებული ჭარბი ენერგიის შენახვას დაბალი მოთხოვნილების პერიოდში, რაც საშუალებას იძლევა დაგროვილი ენერგიის გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც მოთხოვნა უფრო მაღალია. "კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რომეო მიქაუტაძემ დაასახელა ენერგოეფექტურობა, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის მოხმარების შემცირებას, მათ შორის წიაღისეული საწვავის გამოყენების კუთხით. მისი თქმით, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარება, როგორიცაა შენობის იზოლაციის გაუმჯობესება, განათების სისტემების განახლება და ენერგოეფექტური მოწყობილობების გამოყენება, შეიძლება დაეხმაროს ენერგიის საერთო მოთხოვნის შემცირებას. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა კერძო სექტორის წახალისებაზე, რათა მათ მეტი ინვესტიცია განახორციელონ სუფთა ენერგიის წარმოებაში. რომეო მიქაუტაძემ ისაუბრა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემაზე, რომელიც, საბოლოოდ, საქართველოს ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის", - ნათქვამია ინფორმაციაში. პანელის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გლობალურმა პროექტმა, რომლითაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემები ევროკავშირისას დაუკავშირდება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. „ჩვენ წლის ბოლომდე გვექნება შედეგები და ვვარაუდობთ, რომ პროექტი წარმატებული იქნება და კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთვება მის განხორციელებაში,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.