თეგი: რუსეთ
ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს
აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს და უახლოეს მომავალშიც მიაწვდიან ათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეულ რუსულ ტანკზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. "როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები და რამდენ ხანსაც უნდა გაგრძელდეს შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინაში, კიევი მაინც გაიმარჯვებს. კონფლიქტი შესაძლოა, გაჭიანურდეს, თუმცა ის ვერ ხედავს ვერც ერთ პოტენციურ სცენარს, სადაც კიევი არ იმარჯვებს", - განაცხადა ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
მედია: ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდნენ
რამდენიმე დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, მედიას წერს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდა. ამის შესახებ ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა. მედიის ცნობით, სანქციების პაკეტმა უნდა გაიაროს წერილობითი დამტკიცების პროცედურა პარასკევს შუადღისთვის, ამის შესახებ Reuters-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ციტირებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის მომზადება დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაცხადა.
იაპონია უკრაინის აღდგენის კონფერენციას უმასპინძლებს
უკრაინისა და იაპონიის მთავრობები იაპონიაში უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციის მეორე რაუნდის გამართვას განიხილავენ. უკრაინის ელჩმა იაპონიაში სერხი კორსუნსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს უკეთესი და საფუძვლიანი რეკონსტრუქციის გამოცდილება, ვიდრე იაპონიას. როგორც ცნობილია, უკრაინის აღდგენის კონფერენცია ივნისში, ჯერ ლონდონში გაიმართება. ის ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე უკრაინის ეკონომიკურ- სოციალურ სტაბილიზაციასა და ომის შედეგების შემდგომ დაძლევაზე.