თეგი: რუსეთის რკინიგზა

ავსტრიის ექს-კანცლერი კრისტიან კერნი რუსეთის სახელმწიფო რკინიგზის დირექტორთა საბჭოს ტოვებს

ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა კრისტიან კერნმა განაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთის რკინიგზის (РЖД) დირექტორთა საბჭოს ტოვებს.  კერნმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა წევრობა რუსეთის რკინიგზაში და კომპანიას გადადგომის შესახებ აცნობა. დღეს დილით რუსეთის რკინიგზის ხელისუფლებას ვაცნობე, რომ ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლით ვტოვებ ჩემს მანდატს დირექტორთა საბჭოში“, - ციტირებს მის სიტყვებს გაზეთი Derstandard-ი.  პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა

რუსული წყაროების თანახმად, რუსეთის რკინიგზის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის რკინიგზის ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციას ჰაკერები დაესხნენ თავს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, თავად კომპანია იუწყება. მათივე თქმით, ჰაკერულ შეტევას ხელი არ შეუშლია სალაროებისა და სადგურების ფუნქციონირებისთვის. ჰაკერებმა რუსეთის რკინიგზის სისტემები რამდენიმე წლის წინათაც უკვე გატეხეს.  რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში კი, ჰაკერების გააქტიურებაზე მედია ხშირად წერდა. მაგალითად, გასულ თვეში რუსეთის ფედერაციის როსტოვის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში რადიოთი გადაიცემოდა პუტინის „მიმართვა“, რომელშიც ის რუსეთის მოქალაქეებს ევაკუაცისკენ მოუწოდებდა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის შეჭრის გამო და მობილიზაციას აცხადებდა. პუტინის „მიმართვაში“ საუბარი იყო „საყოველთაო მობილიზაციასა“ და რუსეთის სასაზღვრო რეგიონეში საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე. რუსეთის პრეზიდენტის პრემდინვნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით „ეს იყო უკანონო შეღწევა“ და „ფეიკ მიმართვა.“ „რუსებო, თანამოქალაქეებო, ძმებო და დებო. დღეს დილის ოთხ საათზე, ნატოს ბლოკის მიერ ვაშინგტონის თანხმობითა და მხარდაჭერით შეიარაღებული უკრაინის ჯარები კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ჩვენი მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ აგრესორის ძალებს. კურსკის, ბელგოროდის, ბრიანსკის ოლქების ტერიტორიაზე, ჩემი განკარგულებით შემოიღებულია საომარი მდგომარეობა. დღესვე ხელს მოვაწერ განკარგულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ“, - ციტირებდა Meduza პუტინის „მიმართვის“ ტექტს.  

ხუთი წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის რკინიგზა წამგებიანი გახდა

სახელმწიფო მონოპოლიის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2020 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის რკინიგზა ზარალით მუშაობს. 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე რუსეთის რკინიგზამ 4.4 მილიარდი რუბლი დაკარგა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 44 მილიარდი მოგების ფონზე. კომპანიამ პირველი კვარტალი 13.3 მილიარდი რუბლის მოგებით დაასრულა, მაგრამ მას შემდეგ 17.7 მილიარდი რუბლის წმინდა ზარალი განიცადა, რაც წლის დასაწყისის მოგებას აღემატება. ფინანსური ანგარიშგების თანახმად, რუსეთის რკინიგზამ პირველი ცხრა თვის განმავლობაში ოპერაციული საქმიანობიდან 165.6 მილიარდი რუბლის წმინდა ფულადი ნაკადი გამოიმუშავა. ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა მისი საინვესტიციო ხარჯების მეოთხედის დასაფარადაც კი, რომელიც სულ 705.8 მილიარდ რუბლს შეადგენდა. რუსეთის რკინიგზამ ფულადი დეფიციტი ვალების და რეზერვების ამოწურვის გზით დაფარა: მონოპოლიის ფულადი რეზერვები იანვრიდან სექტემბრამდე 12-ჯერ შემცირდა, 251.6 მილიარდიდან 21.7 მილიარდ რუბლამდე. „ზარალი, პირველ რიგში, მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო გაზრდილი სესხების ხარჯებით არის განპირობებული,“ - განუმარტეს კომპანიაში RBC-ს. პირველი ცხრა თვის განმავლობაში რუსეთის რკინიგზამ ვალზე პროცენტის სახით 332,2 მილიარდი რუბლი გადაიხადა, რაც ორჯერ აღემატება ერთი წლით ადრე გადახდილ თანხას (158,1 მილიარდი). რუსეთის რკინიგზის მთლიანმა ვალმა 1,75 ტრილიონ რუბლს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ის 330 მილიარდი რუბლით, ხოლო 2023 წლის დასაწყისიდან 715 მილიარდით გაიზარდა. რუსეთის რკინიგზის ბიუჯეტი ტვირთბრუნვის მკვეთრი შემცირების გამო ივსება, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე დაიწყო და უკვე მეოთხე წელია, გრძელდება. 2022 წელს რუსეთის რკინიგზის ქსელის ტვირთბრუნვის მოცულობა 3,9%-ით, 2023 წელს 0,2%-ით, ხოლო 2024 წელს 4,1%-ით შემცირდა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე, რუსეთის რკინიგზის გადაზიდვები წინა წელთან შედარებით, კიდევ 6.7%-ით შემცირდა. თითქმის ყველა ტვირთის კატეგორიამ განიცადა კლება. მონოპოლისტმა ასევე დააფიქსირა მარცვლეულის გადაზიდვების რეკორდული კლება 26.6%-ით. ბიუჯეტური პრობლემების გამო, რუსეთის რკინიგზამ ინვესტიციები ერთი მესამედით შეამცირა, ზოგიერთი თანამშრომელი იძულებით ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გაგზავნა (თვეში ორი დღე) და ოქტომბერში იძულებული გახდა, თანამშრომლების გათავისუფლება დაეწყო.