თეგი: რუსი მილიარდერები
Forbes: რუსი მილიარდერების რიცხვი 123-დან 88-მდე შემცირდა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულის სანქციების ფონზე რუსი მილიარდერების ქონება 42%-ით შემცირდა და $353 მილიარდი შეადგინა. უმდიდრესი ბიზნესმენების რიცხვი კი 123-დან 88-მდე შემცირდა. Forbes-ის რუსულმა რედაქციამ 2022 წლის უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების რეიტინგი გამოაქვეყნა. Forbes-ის ბრენდის არსებობის 18-წლიანი ისტორაში პირველად, 2022 წლის მაისის ნომერში ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი მრგვალი რიცხვით არ იქნება წარმოდგენილი. 2004-2010 წლებში Forbes რუსი მილიარდერების „ოქროს ასეულს“ აქვეყნებდა, ხოლო 2011-2021 წლებში კი რეიტინგში 200 უმდიდრესი რუსი ბიზნესმენი შევიდა. „წელს გადავწყვიტეთ მაისში ჩვენი მთავარი რეიტინგი არ გამოვაქვეყნოთ და 88 რუსი მილიარდერით შემოვიფარგლოთ, რომელიც აპრილის დასაწყისში ამერიკული Forbes-ის გლობალურ სიაში მოხვდა“, - აცხადებენ რედაქციაში. შეცვლილია ლიდერი მილიარდერების ჩამონათვალიც. მაგალითად, „სევერსტალის“ მფლობელი ალექსეი მორდაშოვი ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაშია და შესაბამისად რუს მილიარდერთა რეიტინგში პოზიციების დათმო. მან რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა $13,2 მილიარდის ქონებით. ახლა Forbes რუსული სიაში ვლადიმერ ლისინი ლიდერობს და მისი ქონება $18,4 მილიარდად არის შეფასებული. რეიტინგში მეორეა „ნორნიკელის“ მფლობელი ვლადიმირ პოტატინი, რომლის ქონებაც $17,3 მილიარდია. მესამეა Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი $15,1 მილიარდის კაპიტალით. მეოთხეა „ნოვატეკის“ თანამფლობელი ლეონიდ მიხელსონი, რომლის ქონებაც $14 მილიარდად არის შეფასებული. რუსი მილიარდერების TOP-10 1. ვლადიმერ ლისინი - ფოლადის მწარმოებელი საერთაშორისო ჯგუფი NLMK-ს ერთ-ერთი მფლობელი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 87 ქონება: $18.4 მლრდ დოლარი ცვლილება: -$7.8 მლრდ; 2. ვლადიმერ პოტანინი -„ინტერროსისა“ და „ნორილსკი ნიკელის“ პრეზიდენტი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 97 ქონება: $17.3 მლრდ; ცვლილება: -$9.7 მლრდ; 3. პაველ დუროვი - Telegram-ის დამფუძნებელი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 123 ქონება: $15.1 მლრდ დოლარი; ცვლილება: -$2.1 მლრდ 4. ლეონიდ მიხელსონი - რუსული გაზის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Novatec-ის მმართველობის ხელმძღვანელი; ადგილი გლობალურ რეიტინგში: 130 ქონება: $14 მლრდ; ცვლილება -$10.9 მლრდ 5. ალექსეი მორდაშოვი და ოჯახი - ფოლადის მწარმოებელი კომპანია „სევერსტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; ადგილიო საერთაშორისო რეიტინგში: 138 ქონება: $13.2 მლრდ; ცვლილება: -$15.9 მლრდ 6. მიხეილ ფრიდმანი - საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგ LetterOne-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 161 ქონება: $11.8 მლრდ ცვლილება: -$3.7 მლრდ 7. ალიშერ უსმანოვი - მეტალურგიული, სამთო მოპოვებითი, ტელესაკომუნიკაციო და ტექნოლოგიური ბიზნესების აქტივების მმართველი ჰოლდინგის USM-ის დამფუძნებელი; ადგილი გლობალურ რეიტინგში: 167 ქონება: $11.5 მლრდ ცვლილება: -$6.9 მლრდ 8. გენადი ტიმჩენკო - კერძო ინვესტორი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 173; ქონება: $11.3 მლრდ ცვლილება: -$10.7 მლრდ 9. ანდრეი მელნიჩენკო - Eurochem Group-ის დამფუძნებელი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 177 ქონება: $11.1 მლრდ ცვლილება: -$6.8 მლრდ 10. ვაგიტ ალეგპეროვი - ნავთობკომპანია „ლუკოილის“ პრეზიდენტი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 188 ქონება: $10.5 მლრდ ცვლილება: -$14.4 მლრდ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ ჯეიკ სალივანი: მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში აშშ-მ სანქციების არიდებაში დახმარებისთვის კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სა და მის 10 აფილიატს სანქციები დაუწესა
The Insider: პუტინთან დაახლოებული რუს მილიარდერებს, ლატვიაში ბიზნესი აქვთ
რუსი მილიარდერები ისკანდარ მახმუდოვი და ანდრეი ბოკარევი, რომლებიც კრემლის ახლო გარემოცვას წარმომადგენენ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან კონტრაქტებს იღებენ, პირადად და შუამავლების მეშვეობით ლატვიაში ბიზნესი აქვთ. ამის შესახებ The Insider-ის გამოძიებაშია ნათქვამი. გამოცემა ბიზნესმენებს უწოდებს „კრემლის ძველ მეგობრებს“, ხოლო მათი კომპანიები, მათ შორის ურალის სამთო და მეტალურგიული კომპანია, Kuzbassrazrezugol-ი, Transmashholding-ი, რუსეთის უმსხვილესი კონტრაქტორები არიან. 2017 წლამდე მახმუდოვი და ბოკარევი ფლობდნენ წილებს კალაშნიკოვის კონცერნში. გარდა ამისა, გამომძიებლების თქმით, Kolomensky Zavod-ის მეშვეობით ისინი დიზელის ძრავებს რუსული ხომალდებისთვის აწვდიდნენ. გამოძიების თანახმად, მახმუდოვისა და ბოკარევის ლატვიურ აქტივებს შორის არის რიგის ელექტრო მანქანათმშენებელი ქარხანა (Rīgas elektromašīnbūves rūpnīca (RER)) და მისი შვილობილი კომპანია LATVO, რომელიც მანქანებითა და აღჭურვილობით საბითუმო ვაჭრობას ეწევა. RER-ის კაპიტალი 8,1 მილიონი ევროა, ხოლო წლიურმა ბრუნვამ 2021 წელს თითქმის 33 მილიონ ევროს მიაღწია. კომპანია მუშაობს მთელ ევროპაში და იღებს დაფინანსებას ევროკავშირისგან. კერძოდ, RER-მა მიიღო თანხები ევროკავშირის მეწარმეობის მხარდაჭერის ფონდიდან ლატვიის საინვესტიციო და განვითარების სააგენტოსა და ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით. The Insider-ის ცნობით, ევროპის რეგიონული განვითარების ფონდმა კომპანიას 527 000 ევრო გამოუყო ელექტრომობილისთვის „ინტეგრირებული წევის ამძრავის ინტელექტუალური თერმული მართვის" პროექტისთვის. გამოძიების თქმით, რუსი ბიზნესმენები ფლობენ RER-ს შუამავლების ჯაჭვის მეშვეობით, მათ შორის შპს TransComponent Holding (შპს TransComponent Holding) და Krona Group JSC. გამოცემის თანახმად, 2021 წელს ბოკარევმა და მახმუდოვმა რიგის კომპანია საკუთარი თავისგან „იყიდეს“, მანამდე კი წლების განმავლობაში აკონტროლებდნენ მას „მათი ნომინანტების“ - Krona Group-ის ყოფილი ბენეფიციარების, რუსეთის იგორ ლოზოვოისა და ლიტვის მოქალაქე სერგეიუს გრეჩუკასის მეშვეობით. 2012-2015 წლებში ლოზოვოი მუშაობდა კომპანია Mosmetrostroy-ის დირექტორის მოადგილედ, რომელიც იმ დროს ბიზნესმენებს ეკუთვნოდათ. 1990-იანი წლების ბოლოს ის ხაკასიაში, გაკოტრების სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილთა სიაშია შეყვანილი, - გაარკვიეს ჟურნალისტებმა. თავის მხრივ, გრეჩუკასი ადრე მუშაობდა Transmashholding-ის ლიტვის ოფისში, რომელშიც მახმუდოვი და ბოკარევი ფლობენ წილებს. ამ კომპანიამ, გამოძიების თანახმად, ლიეტუვას მიაწოდა სამგზავრო და სატვირთო მანქანები, სარკინიგზო ავტობუსები და სხვა აღჭურვილობა. Krona Group-ი არის ლატვიური RER-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი, ასევე ცენტრალური გარეუბნის სამგზავრო კომპანიის (CPPK) კონტრაქტორი, რომელსაც The Insider-ი ბოკარევთან და მახმუდოვთან აკავშირებს. Transmashholding-ი ჩამოთვლილია RER-ის პარტნიორებს შორის კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე. გარდა ამისა, RER-ის აღმასრულებელი დირექტორი სტანისლავ ვოდოლასკი ხელმძღვანელობს Krona Group-ს, ისევე როგორც CPPK-ს. გამომძიებლების თქმით, მოსკოვში კოვიდ პანდემიისა და კარანტინის დროს, სწორედ CPPK-მ გასცა მას ციფრული საშვი ქალაქში გადაადგილებისთვის. The Insider-ის ცნობით, CPPK-ის მეშვეობით ბოკარევი და მახმუდოვი თანამშრომლობდნენ ესტონეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალთან, მოსკოვის ვიცე-მერის მაქსიმ ლიქსუტოვის ყოფილ მეუღლესთან, ტატიანა ლიქსუტოვასთან. 2021 წელს ლიკსუტოვა მილიარდერებთან ერთად კვიპროსის კომპანია Fredlake Holdings-ს ფლობდა.
Forbes-მა დაასახელა რუსი მილიარდერები, რომლებმაც 2022 წელს ყველაზე მეტი კაპიტალი დაკარგეს
ჟურნალმა Forbes-მა, 2022 წელს ყველაზე მეტად გაღარიბებული რუსი მილიარდერების ათეულის რეიტინგი შეადგინა, რომლის სათავეშიც „სევერსტალის“ მთავარი აქციონერი ალექსეი მორდაშოვი და მისი ოჯახი მოექცა. Bloomberg: ომის დაწყებიდან რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა $93 მილიარდი დაკარგეს მორდაშოვისა და მისი ოჯახის ქონება გასული წლის განმავლობაში $11,1 მილიარდით, $18,4 მილიარდამდე შემცირდა. რუსული შავი მეტალურგია გახდა ერთ-ერთი სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა დასავლეთის სანქციებით, - აღნიშნავს Forbes-ი. მეორე ადგილზეა Wildberries Marketplace-ის დამფუძნებელი ტატიანა ბაკალჩუკი, რომლის ქონება ერთი წლის განმავლობაში $8,3 მილიარდით $4,7 მილიარდამდე შემცირდა. რეიტინგის სამეულს ოლეგ ტინკოვი ხურავს. Forbes-ის მონაცემებით, მეწარმის ქონება, რომელმაც აპრილში TCS Group-ის წილი ვლადიმერ პოტანინს მიჰყიდა, $5,9 მილიარდით $0,87 მილიარდამდე შემცირდა. გამოცემის თანახმად, რუსეთში ყველაზე გაღარიბებულ ბიზნესმენთა ათეულში ასევე არიან რომან აბრამოვიჩი (მისი ქონება $5,6 მილიარდით $8,7 მილიარდამდე შემცირდა); გაღარიბებული მილიარდერების სიაშია „ლუკოილის“ ხელმძღვანელი და მთავარი მფლობელი ვაგიტ ალეკპეროვი (-$5,1 მილიარდი, $21 მილიარდამდე), ასევე ლეონიდ ფედუნი და მისი ოჯახი (-$4,2 მილიარდი, $7,5 მილიარდამდე), Renova ჯგუფის დამფუძნებელი ვიქტორ ვექსელბერგი (-$4,1 მილიარდი, $5,2 მილიარდამდე), Novatek-ის აქციონერი გენადი ტიმჩენკო (-$3,97 მილიარდი, $20,8 მილიარდამდე), „ნოვატეკის“ საბჭოს თავმჯდომარე ლეონიდ მიხელსონი (-$3,3 მილიარდი, $24,4 მილიარდამდე), ასევე რუსული სპილენძის კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ ალტუშკინი (-$2, 8 მილიარდი, $3,4 მილიარდ დოლარამდე).
რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კიდევ ერთმა მილიარდემა განაცხადა - Forbes
ბიზნესმენმა იგორ მაკაროვმა რუსეთის პასპორტზე უარი თქვა. ამის შესახებ Forbes-ი წერს. ის გახდა Forbes-ის სიაში მყოფი მეექვსე მილიარდერი, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეობაზე. მაკაროვს აქვს კვიპროსის პასპორტი, რომელიც 2008-2012 წლებში ინვესტიციების სანაცვლოდ მიიღო. ბოლო წლებში ბიზნესმენი სამ ქვეყანაში - კვიპროსში, აშშ-სა და იტალიაში ცხოვრობდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ბიზნესმენის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. Forbes-ის მონაცემებით, მილიარდერის ქონება 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. მაკაროვი ახლა მეხუთე ადგილზეა უმდიდრეს კვიპროსელებს შორის. რუსულმა Forbes-მა მილიარდერის წარმომადგენელს კომენტარი სთხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მაკაროვის ქონება 2,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მისი სიმდიდრის წყარო დღეს დასავლურ ბაზრებზე ინვესტიციებია. კერძოდ, მისი კომპანია „იტერა“ ფლობს კანადური ნავთობკომპანიის Spartan Delta Corp-ის წილის დაახლოებით 9%-ს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით, 150 მილიონი დოლარია. მაკაროვი არ არის პირველი რუსი ბიზნესმენი, რომელმაც გადაწყვიტა, უარი თქვას რუსეთის მოქალაქეობაზე. 2022 წელს Forbes-ის სიის რამდენიმე მოქმედმა და ყოფილმა წევრმა ერთდროულად განაცხადა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე. კერძოდ, ხსენებულ ბიზნესმენებს შორის არიან: საინვესტიციო კომპანიის - Freedom Finance-ის დამფუძნებელი, ტიმურ ტურლოვი (მიიღო ყაზახეთის მოქალაქეობა), საინვესტიციო კომპანია - Troika Dialog-ის დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი, რუბენ ვარდანიანი (სომხეთში გადავიდა), ინვესტორი იური მილნერი (რომელიც მრავალი წელია, რუსეთში არ ცხოვრობს და აქვს ისრაელის პასპორტი), Revolut fintech სტარტაპის დამფუძნებელი, ნიკოლაი სტორონსკი, რომელის ფლობს ბრიტანულ პასპორტს და Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი, ოლეგ ტინკოვი, რომელსაც კვიპროსის მოქალაქეობა აქვს.